logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია ომის ვეტერანებს: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ომი აღარასოდეს იყოს, რომ ჩვენ შრომით შევძლოთ ქვეყნის წინსვლა, გაერთიანება და გამთლიანება
გიორგი გახარია ომის ვეტერანებს: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ომი აღარასოდეს იყოს, რომ ჩვენ შრომით შევძლოთ ქვეყნის წინსვლა, გაერთიანება და გამთლიანება
15:29 17.10.2019
ჩემთვის დიდი პატივია, ვხედავდე აქ, ამ ქვეყნის ისტორიისთვის მართლაც სასიქადულო და საამაყო სახეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ისტორიას ქმნიდნენ, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვეტერანებს მიმართა.

მთავრობის მეთაური ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ომის ვეტერანებს შეხვდა და ვეტერანთა დღე მიულოცა.

„მეხუთე წელია, რაც ჩვენ ამ დღეს აღვნიშნავთ. რა თქმა უნდა, ბევრია კიდევ გასაკეთებელი, მაგრამ სანამ კონკრეტულ პრობლემებზე, საქმეზე ვისაუბრებდეთ, მწუხარება უნდა გამოვთქვათ იმ გმირების მიმართ, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არ არიან. აბსოლუტურად სრული გულწრფელობით გეუბნებით, რომ თითოეულ ჩვენგანს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ქმნიდნენ ამ ქვეყნის ისტორიას და რომელთა ხსოვნაზეც ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა განაგრძონ ქვეყნის შენება. არაფერი გამოგვივა, თუ დავივიწყებთ, საიდან ვართ, რა ტრადიციებიდან მოვდივართ და რა არის ჩვენი კულტურული იდენტობა. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ კეთდება, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ვართ და სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს - ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მიზანი არ უნდა დავისახოთ და მე გპირდებით, რომ ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმ ბიჭების ხსოვნის წინაშე პატივისცემით, რომლებიც დღეს ჩვენთან აქ არ არიან. დღეს მე აქ ვხედავ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის საამაყო, ღირსეულ სახეებს და ერთადერთი, რასაც უნდა დავპირდეთ ერთმანეთს - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ომი აღარასოდეს იყოს, რომ ჩვენ შრომით შევძლოთ ქვეყნის წინსვლა, გაერთიანება და გამთლიანება. ეს უნდა იყოს ჩვენი ძირითადი მიზანი, ეს უნდა იყოს თითოეული ქართველის მიზანი, პირველ რიგში, იმ ხსოვნის წინაშე, რომელიც იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც ჩვენთან ერთად აქ არ არიან. მინდა მათ მეუღლეებს, მშობლებს, შვილებს მივულოცო ეს დღე და დაგპირდეთ, რომ მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ის, რისთვისაც ამ ხალხმა თავი დადო, დღეს იქნება, ხვალ იქნება, მაგრამ ეს დღე მაინც დადგება და ჩვენ ყველამ ეს დღე უნდა ვიზეიმოთ,” - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან ერთად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა