logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჯანდაცვის სამინისტრო დევნილ ოჯახებს მოუწოდებს, ბინების განაწილების მეორე ფაზის ფარგლებში განცხადებებით მიმართონ
ჯანდაცვის სამინისტრო დევნილ ოჯახებს მოუწოდებს, ბინების განაწილების მეორე ფაზის ფარგლებში განცხადებებით მიმართონ
12:53 17.10.2019
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური დევნილ ოჯახებს მოუწოდებს, ბინების განაწილების მეორე ფაზის ფარგლებში, სამინისტროს განცხადებებით მიმართონ, რათა ბინით უზრუნველყოფის თაობაზე მათი საკითხის განხილვა მოხდეს.

მისივე თქმით, ბინების განაწილების მეორე ფაზა 31 ოქტომბერს დასრულდება და დამატებით 270-ზე მეტი ბინა განაწილდება.

„მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ბინების განაწილების მეორე ფაზა 15 ოქტომბრიდან, რომელიც დასრულდება 31 ოქტომბერს. შესაბამისად, დამატებით მოხდება 270-ზე მეტი ბინის განაწილება წლის ბოლოს. მინდა, მივმართო ყველა დევნილ ოჯახს, ვინც დაინტერესებულია აღნიშნული ფაქტით, შეავსონ აპლიკაციები, მოგვმართონ განცხადებებით, რათა მოხდეს მათი საკითხის განხილვა ბინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ყველა ოჯახი, რომელიც ბინების განაწილების დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ბინას მიიღებს.

„ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილი ოჯახებიდან, რომლებიც გამოთქვამენ პრეტენზიას, სამი მოცემულ მომენტში არის დაკმაყოფილებული, ოთხ ოჯახთან მიმართებაში მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება. შესაბამისად, ვინც აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს, აბსოლუტურად ყველა ოჯახი მიიღებს ბინას თბილისში. კრიტერიუმები შემუშავებულია საერთაშორისო და შიდა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ძირითადად მორგებულია თითოეული ოჯახის სოციალური ფონის შესაბამისად – რა ვითარებაში ცხოვრობენ ისინი, აქვთ თუ არა მათ სოციალური შემწეობა, მძიმე საცხოვრებელი პირობები, ოჯახში არის თუ არა ორი ან მეტი არასრულწლოვანი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები. შესაბამისად, ყველა ამ კრიტერიუმიდან გამომდინარეობს შეწონილი ქულა, რომელიც განაპირობებს რიგს, რომელ დევნილს სჭირდება უფრო მეტად, ვისთვის უფრო პრიორიტეტულია საცხოვრებელი ფართის გადაცემა. მინისტრი რამდენჯერმე შეხვდა მათ კომისიის დაწყებამდე, განემარტათ ყველა მოცემულობა, რაზეც ვისაუბრე და ზოგადად, ჩვენს ხელთ არსებულ კანონმდებლობაშია გაწერილი. მინდა, ისიც დავადასტურო, რომ არის რამოდენიმე ოჯახი, რომელსაც მისამართიც კი არ გააჩნიათ თბილისში. შესაბამისად, მათ ვერ გადავცემთ ბინას. წელსვე გორის, ხაშურის, ქუთაისის და სხვა რეგიონის მისამართით უნდა გავანაწილოთ ბინები და შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ და ბინების განაწილებაში მიეღოთ მონაწილეობა. სამწუხაროდ, მათ განცხადებით ჯერ არ მოუმართავთ. ასევე, მათ კიდევ ერთხელ შევთავაზეთ სხვა პროექტებში მონაწილეობა, ეს არის იჯარით დაკმაყოფილება, ერთჯერადი დახმარება, სოფლად სახლის პროექტი, რომელიც წარმატებით მუშაობს დღეს საქართველოში“, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა