logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე ჯორჯ ბუშის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
კახა კალაძე ჯორჯ ბუშის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
10:54 17.10.2019
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, კახეთის გზატკეცილზე, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც
ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

კახა კალაძე საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისშესახებ ისაუბრა.

„ჯორჯ ბუშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოწესრიგდა. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება აქ არსებულ სკვერს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სკვერზე მომუშავე კომპანიის დათხოვნა მოგვიწია, რადგან ის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა.ახლა ამ სამუშაოებს სხვა კომპანია ასრულებს. მთლიანობაში კახეთის გზატკეცილზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიცაქამდეაქ არ ჩატარებულა. ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მთლიანად დასრულდება და შესაძლებელი გახდება გადაადგილება. აღნიშნულის პარალელურად, დაირგვება ხე-მცენარეები და დამონტაჟდება განათების ბოძები. ასევე, იცით, რომ აეროპორტის ტრასის მიმდებარედ არსებული მონუმენტის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება და ისიც დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით აგრძელებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას: მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია, ბუშის ქუჩაზე კომპანია GWP-მ დაასრულა წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია, ხოლო ისნის პანდუსზე - სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, პარალელურად, იგება ასფალტის საფარის ქვედა ფენა. ამ დროისათვის უკვე ასფალტის საფარი 250 000 მ2 ფართობზე დაიგო.

მთლიანობაში რეაბილიტაცია უტარდება კახეთის გზატკეცილის 9.5 კმ სიგრძის ორივე მიმართულების სავალ ნაწილს. იცვლება საფუძველი, მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 გვერდმიმღები ჭა, ბორდიურები და ტროტუარი, 10 000 მ2 ფართობზე. სავალ ნაწილზე, საერთო ჯამში, დაიგება ასფალტის საფარის სამი ფენა, სულ 280 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე სრულად გამოიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედ სანათები. პროექტი ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს. კერძოდ, მწვანე საფარი მოეწყობა გამყოფ ზოლებში.საგზაო სამუშაოები პარალელურ რეჟიმში ორივე მიმართულებით გზატკეცილის ორივე მხარეს მიმდინარეობს.

გასულ წელს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა კახეთის გზატკეცილის მარჯვება და მარცხენა სათადარიგო ზოლები სრული რეაბილიტაცია, მოეწყო ბეტონის თვალამრიდები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზატკეცილზე არსებულ ავარიულ ხიდს (ე.წ ვარკეთილის ხიდებს).

სარეაბილიტაციო სამუშაოები რომელსაც კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს, მიმდინარე წლის 3 აპრილს დაიწყო და ნოემბერში დასრულდება. ამისათვის, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 45, 000 000 ლარი დაიხარჯება.

თბილისის მერთან ერთად, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი,ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი, „თბილსერვის ჯგუფის“ და კომპანია „გრინსერვისის“ ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა