logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჭავჭავაძის გამზირზე, არაყიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ჭავჭავაძის გამზირზე, არაყიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
15:43 16.10.2019
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას განაგრძობს. ამჯერად, არაყიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთში მიწისქვეშა კომუნიკაციების - წყლის, წყალარინების ქსელებისა და სანიაღვრე სისტემის განახლება დაიწყო.

სამუშაოების დაწყების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„სამუშაოების შემდეგი ეტაპი იწყება. რიგის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე გზა გადაიკეტება, რადგან აქაც ანალოგიური ტიპის სამუშაოები იწყება, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებასა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. არაყიშვილი-რამიშვილის ქუჩების კვეთაზე, ჭავჭავაძის გამზირის მოწყობა ქვედა ფენებში დავასრულეთ და აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილება უკვე შესაძლებელია.

რაც შეეხება რიგის ქუჩამდე დარჩენილ საგზაო მონაკვეთს, სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში დასრულდება. მოსახლეობის თანხმობაც იყო, რომ სამუშაოები გაგრძელდეს და რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ჭავჭავაძის გამზირზე, მას შემდეგ, რაც მიწისქვეშა ქსელები მოეწყო, ასეთი მასშტაბური სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. შესაბამისად, ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერს ვაკეთებთ. კომპანიები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, იმისთვის, რომ სამუშაოები ძალიან სწრაფად დავამთავროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, კეკელიძის ქუჩიდან არაყიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია. მოეწყო წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელები. კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ შესაბამისი სამუშაოები დაასრულა, რის შემდეგაც, ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაიგო.

რაც შეეხება თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე დარჩენილ გზის 1.2-კილომეტრიან მონაკვეთს, პროექტი ორ ნაწილად დაიყოფა და ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება - მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ასფალტის საფარი დაიგება.

ჭავჭავაძის გამზირის სრული სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. მოეწყობა ველობილიკი და ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, რომლის გასწვრივ, უსაფრთხოების მოაჯირები და ბოძკინტები დამონტაჟდება. საერთო ჯამში, ასფალტის საფარი 60 000 კვ.მ ფართობზე დაიგება.

გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის, შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის LED განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები და ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სავალი ნაწილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.

ჭავჭავაძის გამზირზე დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის რაიონის გამგეობისა და საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა