logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თბილისში მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
15:15 16.10.2019
გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, თბილისში „მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნა. წელს, ღონისძიების მთავარ თემას გეოგრაფიული აღნიშვნები წარმოადგენდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმ ტრადიციულ ქართულ პროდუქტებზე, რომლებსაც ხარისხისა და ადგილწარმოშობის ეტიკეტი - გეოგრაფიული აღნიშვნა (GI – Geographical Indication) აქვს მინიჭებული.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოში FAO-ს წარმომადგენელმა, რაიმუნდ იელემ გახსნეს.

„40 წლის წინ, გაეროს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ „მსოფლიო სურსათის დღის“ აღნიშვნის ინიციატივა დააყენა. მას შემდეგ ეს დღე რეგულარულად აღინიშნება. ჩვენც, FAO-ს წარმომადგენლებთან ერთად, ამ დღის აღნიშვნაში სხვადასხვა თემატიკით ვერთვებით. წელს აქცენტი გაკეთდა ჯანსაღ კვებაზე, რაც დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ჯანსაღი კვება დაკავშირებულია უვნებელ და სასარგებლო სურსათთან და კვების ტრადიციულ წესებთან, რომლებიც, ურბანიზაციის ფონზე, სამწუხაროდ, თითქმის დავიწყებას მიეცა. საქართველოს, ტრადიციული პროდუქტების წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს. დღეს ჩვენ განვიხილავთ ამ ტრადიციებს, მისი შენარჩუნების აუცილებლობის და არსებული პოტენციალის გამოყენების საკითხებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე რაიმუნდ იელემ აღნიშნა, FAO აქტიურად მუშაობს მსოფლიოში საკვების ხელმისაწვდომობისა და ჯანსაღი კვების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი, ტრადიციული პროდუქტების შენარჩუნება და მათი მწარმოებლების მხარდაჭერაა.

,,სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ხარისხიანი საკვების ხელმისაწვდომობას; ცოდნასა და ტრადიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამყაროში, სადაც საკვების წარმოება ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის კლიმატის ცვლილება და შეზღუდული ბუნებრივი რესურსები“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ.

ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, FAO-სა და ჟურნალის National Geographic მხარდაჭერით, ქართული ტრადიციული პროდუქტების შესახებ ფოტოგამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმის „უნიკალური ქართული გემო“ ჩვენება გაიმართა.

მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართა.
მსოფლიო სურსათის დღეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაარსების დღეც აღინიშნება. ორგანიზაცია 74 წლის წინ დაარსდა და მსოფლიოს 194 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა