logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილებები შევიდა
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილებები შევიდა
11:54 16.10.2019
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა.

ცვლილების თანახმად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედი სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის, რძის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარების შესასყიდად გათვალისწინებულია 90%-იანი თანადაფინანსება (არაუმეტეს 150,000 ლარი) იმ შემთხვევაში, თუ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების/ცხვრების (ნერბი)/თხების(ნეზვი) რაოდენობა ჯამურად შეადგენს, შესაბამისად, არანაკლებ 150/1000/200 სულს.

ამავე ცვლილებით, მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შეუძლიათ რძის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარების შესასყიდად 95%-იანი თანადაფინანსება, არაუმეტეს, 150,000 ლარისა მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ჯამურად აღემატება 50 სულს.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე, რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსდა 24 კოოპერატივი. სახელმწიფოს მხრიდან გაწეულმა თანადაფინანსებამ შეადგინა 2,031,604 ლარი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, რომელიც საწარმოო დანადგარების შეძენაში დახმარებას ითვალისწინებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა