logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: მინდა მივმართო ყველა ქალს, რომელიც განიცდის ჩაგვრას, სახელმწიფო თქვენს გვერდით დგას
რატი იონათამიშვილი: მინდა მივმართო ყველა ქალს, რომელიც განიცდის ჩაგვრას, სახელმწიფო თქვენს გვერდით დგას
13:59 15.10.2019
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ადამიას უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა და მათი პრევენციის და აღკვეთის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

"ჩემს განცხადებაში მინდა შევეხო დანაშაულის იმ კატეგორიას, რომელიც კრიტიკულად შემაშფოთებელია და რომელსაც ვერ დავამარცხებთ თუ საზოგადოება არ იქნება ერთსულოვანი და სოლიდარული. ვსაუბრობ ოჯახში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით მთავრდება. ჩვენ მე-9 მოწვევის პარლამენტში ამ გამოწვევის საპასუხოთ, პირველივე დღიდან აქტიური მუშაობა დავიწყეთ. გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში გავზარდეთ საპარლამენტო კონტროლი, შევიმუშავეთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შევიდა "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის" საქართველოს კანონში. შევიმუშავეთ რეგულაციები სექსუალური შევიწროების აღმოსაფხვრელად, მოვახდინეთ "სტამბულის კონვენციის" და დამატებითი ოქმის რატიფიცირება, განვახორციელეთ რეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროში და გავზარდეთ სახალხო დამცველის როლი. მომავალში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დაანონსა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევა შესაბამისი ცვლილებები და მკვლელობისთვის სანქციები გამკაცრდება. ცხადია ეს ცვლილებები ოჯახში ქალთა და გოგონათა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე პროპორციულად აისახება, მაგრამ როგორც არ უნდა გავამკაცროთ კანონი, თუ საზოგადოებამ ადექვატურად არ უპასუხა მსგავსი კატეგორიის დანაშაულს, ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება და ჩადენილი მკვლელობებისა თუ ძალადობის გამართლებას მოძალადეები, მათი მეგობრები და მეზობლები "მორალური სარჩელით" შეეცდებიან.


მინდა მივმართო ყველა ქალს, რომელიც განიცდის ჩაგვრას და დგას ძალადობის რისკის ქვეშ - როდესაც თქვენ იცავთ საკუთარ უფლებებს, ამით ახდენთ არაერთი დანაშაულის პრევენციას და იცავთ არა მხოლოდ ქალების და გოგოების, არამედ საზოგადოების უსაფრთხოებას. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის პარალელურად საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და სტიგმის გამო თქვენ დამატებით ხდებით ფსიქოლოგიური ძალადობის რისკის ქვეშ. მე მინდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო დგას თქვენს გვერდით და მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ ძალადობისგან თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა