logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 თბილისის ზღვაზე გამოვლენილი უკანონო დაერთების ფაქტზე, ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა
თბილისის ზღვაზე გამოვლენილი უკანონო დაერთების ფაქტზე, ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა
13:10 15.10.2019
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ზღვაზე ადგილი აქვს უკანონო დაერთებებს და მუნიციპალიტეტმა მსგავსი ფაქტების აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქში სასმელ წყალს პრობლემა არ აქვს.

"მთავრობის წინა სხდომაზე თბილისის ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. სამწუხაროდ, არის ადგილები, სადაც ხდება ფეკალიების ჩადინება, სანიაღვრე ქსელები პირდაპირ არის დაერთებული, რაც ძალიან მძიმე ფაქტია. წინა სხდომაზე აღნიშნული საკითხის შესწავლა მუნიციპალურ ინსპექციას დავავალეთ, რასაც ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე კურირებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სასმელ წყალს არანაირი პრობლემა არ აქვს. ამასთან დაკავშირებით, კომპანია "ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერმაც" (GჭP ) გააკეთა განცხადება. ყოველდღიურ რეჟიმში და დღეში რამდენჯერმე ხდება სინჯების აღება, ფილტრაცია და წყალი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას მიეწოდება, აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც სტანდარტით არის გათვალისწინებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით, ვიცე-მერმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ უკანონო დაერთების ფაქტზე უკვე გამოვლინდა ერთი იურიდიული პირი, რომელიც უკვე დაჯარიმდა, გარემოს დაცვის სამინისტრო კი მას შესაბამის სანქციას დააკისრებს.

"გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ ფიზიკურ სამუშაოებს ვიწყებდით. დაწყების პირველივე დღეს მოხდა ერთი კონკრეტული გამოვლინება, რაც, სავარაუდოდ, იყო მასშტაბური ჩადინებები. ამას მოჰყვა მყისიერი რეაგირება. პირველ რიგში, დარღვევის აღმოფხვრა მოხდა. კონკრეტულ სუბიექტს ჯარიმა გამოვუწერეთ. ეს არის იურიდიული პირი და მის სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებ. ეს მასალები, რაც ჩვენ მოკვლევის ფარგლებში შევადგინეთ, გადაგზავნილია გარემოს დაცვის სამინისტროში, სადაც გარემოზე მიყენებულ ზიანს დაითვლიან და აღნიშნულ პირს საკმაოდ სოლიდური სანქცია უნდა დაეკისროს.

ჩვენ ერთობლივი ინსპექტირების ჯგუფი შევქმენით, მასში შედიან მუნიციპალური ინსპექციის, "თბილსერვის ჯგუფის", GჭP-ის და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენლები. ჩვენი ინფორმაციით, თბილისის ზღვაში რაც ჩადინებებია, ყველას მოკვლევა მიმდინარეობს. საველე სამუშაოები დავიწყეთ, ტექნიკაც მუშაობს, რაც საკმაოდ რთულია, რადგან მიწისქვეშა, ფარულ კომუნიკაციებთან გვაქვს საქმე. ჩვენი მხრიდან ყველა გამოვლინებაზე მყისიერი და საკმაოდ მკაცრი რეაგირება იქნება. შემდეგ კი გარემოს დაცვის სამინისტრო შესაბამისი სანქციებს დააწესებს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, ჩვენ მოგვიწევს კომუნიკაცია კერძო მესაკუთრეებთან, რადგან მათ ტერიტორიაზეც შეიძლება მოგვიწიოს მიწის გათხრა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი დარღვევაა, რომ უკან არ დავიხევთ და გამოვიყენებთ ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტს, რაც გაგვაჩნია", - განაცხადა ვიცე-მერმა.

დედაქალაქის მერის თქმით კი, პრობლემები, რომლებიც დღეს თბილისის ზღვაზე უკანონო დაერთებებთან დაკავშირებით არსებობს, გამოწვეულია იმ არასწორი და ქაოტური განაშენიანებით, რაც დედაქალაქში წლების განმავლობაში ხდებოდა.

"საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა თბილისის ზღვაზე, რამდენი დამრღვევი იქნება გამოვლენილი. ძალიან მძიმეა ეს რეალობა, თუმცა ეს არის შედეგი იმისა, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ჩვენს ქალაქში - არასწორი და ქაოტური განაშენიანების მიმართულებით. მშენებლობა ხდებოდა იქ, სადაც არ უნდა მომხდარიყო და არ არსებობდა არანაირი პროექტი, თუ როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული წყალარინების თუ სანიაღვრე სისტემა. ეს ყველაფერი ერთმანეთში იყო აღრეული და შედეგიც სახეზე გვაქვს. ჩვენ ყველას ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს - აქტიური კომუნიკაცია იქ მცხოვრებ ადამიანებთან, რადგან პრობლემები სწორედ მათი მხრიდან არის წარმოქმნილი. ეს არის თბილისის ზღვა, რომლის ნაწილი სასმელ წყლად გამოიყენება. თავად ეს ადამიანებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს", - აღნიშნა თბილისის მერმა.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა