logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მუნიციპალიტეტი თბილისის მეტროსთვის 40 ახალ ვაგონს შეისყიდის
მუნიციპალიტეტი თბილისის მეტროსთვის 40 ახალ ვაგონს შეისყიდის
11:43 15.10.2019
სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი თბილისის მეტროსთვის 40 ახალ ვაგონს შეისყიდის, რაც მეტროს სისტემაში ათი ახალი მატარებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მეტროსადგურებისა და ვაგონების რეაბილიტაცია სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

"მეტროს დღეს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, იქ არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ვაგონების, ასევე, მეტროსადგურებისა და გვირაბებში არსებული სიტუაციის მხრივ. ამიტომ, დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს არის ძალოვანი კაბელების ცვლილება, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 450 კილომეტრზე მეტი კაბელი შეიცვლება. ასევე, მთლიანად შეიცვლება გამნიავებელი სისტემა თავისი აგრეგატებით. აღნიშნული სამუშაოები მომავალი წლის ივლისში დასრულდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მეტროს მუშაობის გრაფიკის შემცირების გამო, ბოდიში მოუხადა.

"სამუშაოების გამო, მეტრო ერთი საათით ადრე ასრულებს მუშაობას, რისთვისაც მოსახლეობას ბოდიში უნდა მოვუხადო. უბრალოდ, სხვანაირად შეუძლებელია ამ სამუშაოების წარმოება, თუმცა ჩვენთვის მთავარია მგზავრების უსაფრთხოება. რაც კი მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ განხორციელებულა. პარალელურად, ვახორციელებთ მეტროს იმ ვაგონების რეაბილიტაციას, რომელიც მსგავს სამუშაოებს ექვემდებარება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, მუნიციპალიტეტი დაახლოებით, 60 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40 ვაგონს შეისყიდის.

"მეტროს 40 ვაგონი იქნება პირველ ეტაპზე შეძენილი. ეს არის ოთხვაგონიანი ათი შემადგენლობა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს სპეციფიკაციებზე მუშაობა, რადგან ეს ჩვენთვის სიახლეა და მათი ექსპერტების ჩართულობით, ვადგენთ სატენდერო დოკუმენტაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაგონების შესყიდვა. დაახლოებით, 60 მლნ დოლარი ჯდება ახალი ვაგონების შესყიდვა და ისინი სამი წლის განმავლობაში უნდა იქნეს მოწოდებული", - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ვაგონების ჩანაცვლების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. პარალელურად კი მეტროსადგურების რეაბილიტაციაა დაგეგმილი.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა