logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ჭავჭავაძის გამზირის მეორე სარეაბლიტაციო მონაკვეთში ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს
ჭავჭავაძის გამზირის მეორე სარეაბლიტაციო მონაკვეთში ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს
10:52 15.10.2019
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას განაგრძობს.
ამჯერად, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს "პიქსელის" შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე არსებულ 4500კვ. მ მონაკვეთზე.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, გვიან ღამით, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
თბილისის მერის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, "პიქსელის" შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა, დაპირებისამებრ, 16 ოქტომბრიდან აღდგება.
"ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ 16 ოქტომბრიდან უკვე შესაძლებელი იქნებოდა ავტომობილებით გადაადგილება. ეს არის "პიქსელიდან" არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩების კვეთამდე არსებული მონაკვეთი. ამ მონაკვეთში მიმდინარეობს ასფალტის ქვედა ფენების მოწყობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები ამ ფენის დაგებით სრულდება. პარალელურად, გავაგრძელებთ პროექტით გათვალისწინებულ სხვა სამუშაოებს, როგორიც არის ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა, ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვემოთ ჩატანა, განათების ბოძების დაყენება თავისი ლედსანათებით. ამასთან, ჩვენ არ ვჩერდებით და პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, გადავდივართ მომდევნო - არაყიშვილის ქუჩიდან რიგის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი მიმდინარე თვის ბოლომდე, ანალოგიურად, ქვედა ფენებში იქნება მოწყობილი. ამდენად, ჩვენ მივყვებით თანმიმდევრულად და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კონკრეტული პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.
სრული სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს 2.5 კილომეტრს. პროექტის ფარგლებში იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და საერთო ჯამში 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.
გარდა ამისა, მოეწყობა ბორდიურები, მოპირკეთდება ტროტუარი, მოეწყობა საველოსიპედე სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ კი დამონტაჟდება მოაჯირები და - ბოძკინტები. გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის ლედ განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები და თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია "ჯეუ გრუპი" განახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა