logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის  შედეგებს  ჟურნალისტები მედიასემინარზე გაეცნენ
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგებს ჟურნალისტები მედიასემინარზე გაეცნენ
13:44 13.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აჭარაში, სოფელ ციხისძირში, მედიასემინარი გაიმართა, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2019 წლის შედეგები გააცნეს. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, მოენახულებინათ აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, წელს აზიური ფაროსანას რაოდენობამნიშვნელოვნად შემცირდა. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად კვლავ მიმდინარეობს და გაგრძელდება, სანამ მავნებელი კონტროლს არ დაექვემდებარება.
მსოფლიოს წამყვანმა ენტომოლოგებმა, რომლებიც მიმდინარე წელს რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში, მაღალი შეფასება მისცეს გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა.
მედიასემინარის ფარგლებში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ. 2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, "თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან" ერთად შეიმუშავა "თხილის გადარჩენის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კომპლექსური ღონისძიებები (სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები,რომლითაც ისარგებლეს ფერმერებმა, აგროკონსულტანტების მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები. სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად წელს ფერმერებმა თხილის კარგი მოსავალი მიიღეს.
გატარებული ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა მავნებლის რაოდენობა, რამაც მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
მედიასემინარზე წარმოადგინეს ასევე სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაცია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მიმდინარე ღონისძიებების ზემოქმედებასთან დაკავშირებით.
მოსახლეობასთან შეხვედრები და აქტიური საინფორმაციო კამპანია ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება. ამ პერიოდში მავნებელი მოზამთრე ფაზაშია და ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისკენ გადაადგილდება. ამიტომმნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა და მავნებელთან მექანიკური მეთოდებით ბრძოლა.

დამატებითი ინფორმაცია
დღეის მდგომარეობით, დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 258 ათასი ჰა საკარმიდამო ტერიტორია, ცივი შესხურების მეთოდით - 136 851,40 ჰა, მათ შორის, 44 144,55 ჰა სოფლის პერიმეტრი და 11 700,25 ჰა ტყის პერიმეტრი, 73 006,60 ჰა სიმინდის მასივი. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულია 4 346 ფერომონი, ხოლო ტყის პერიმეტრებზე 92 000 "მოიზიდე და გაანადგურე" სადგური.
შეწამვლითი სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს ო ტექნიკით მიმდინარეობს საყანე ფართობებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების ტერიტორიები, მონტაჟდება "მოიზიდე და გაანადგურესადგურები".
ღონისძიებები მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში. მათი ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში მოქმედებს მავნებელთან ბრძოლისსაკოორდინაციო მართვის ცენტრი. მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, შექმნილია გზავნილების სისტემა და სპეციალური ვებგვერდი. ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულები არიანადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე გავრცელდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას. სახელმწიფო მაშინვე აქტიურად ჩაერთო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისდაგეგმვასა და განხორციელებაში. რადგან საქართველოს არ გააჩნდა აღნიშნულ მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინიციატივით და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით,მოწვეულნი იყვნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ადგილობრივი სამეცნიერო წრეების ჩართულობით, შემუშავდა მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა. გამოიყო შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი. დონორიორგანიზაციების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მხარდაჭერით, გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები. თუკი 2017 წელს ბრძოლის ღონისძიებებში მხოლოდ15 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა იყო ჩართული, წელს აღნიშნული რესურსი გაათმაგებულია და რეგიონში 250 -ზე მეტი ტექნიკაა მობილიზებული.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა