logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე ვეკუას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე ვეკუას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
10:51 12.10.2019
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩაზე, გზის საფარის დაგების სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, გვიან ღამით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც გარკვეულ ეტაპზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, შეფერხებებით მიმდინარეობდა, ამჟამად აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
"როგორც იცით, ჩვენ გლდანის რაიონში ვახორციელებთ ორი ცენტრალური - ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციას. აქ ჩვენ გვქონდა პრობლემები, სამუშაოები გარკვეული მიზეზების გამო შეფერხებული იყო, რაზეც ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე. დღეს, უკვე დაწყებული გვაქვს მოასფალტების სამუშაოები ვეკუას ქუჩაზე, მეშვიდე მიკრორაიონთან. ჩვენი გეგმის მიხედვით, ორივე ქუჩაზე ასფალტის ქვედა ფენების დაგება დეკემბრის ბოლომდე დასრულებული უნდა იყოს. სამუშაოების ყველაზე მძიმე, პირველ ეტაპზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემას. ამჟამად მიმდინარეობს დაერთებები. ამ პროექტის ფარგლებში შეიცვლება განათების ბოძები, ელექტროგადამცემი კაბელები კი მიწის ქვეშ განთავსდება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და საავტობუსე ზოლები,"- განაცხადა კახა კალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობას გულისხმობდა, ამ დროისთვის დასრულებულია. სამუშაოები კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" (GჭP) შეასრულა.
გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. გარდა ამისა, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.
ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 777 776 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გულია გოცირიძე და ოთარ გრიგოლია გაეცნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა