დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე სოფელი დიღმის ჩალისპირების დასახლების მაცხოვრებლებს შეეხება.

















