logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შიდა ქართლის რეგიონში აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა
შიდა ქართლის რეგიონში აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა
16:44 11.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ გორში, უფლისციხის ტერიტორიაზე შიდა ქართლის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გახსნეს.

მინისტრმა ისაუბრა რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და მიღწეულ შედეგებზე. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა იმ აგროპროექტზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას, წარმოების ზრდას და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნას.

„აგროსაინვესტიციო ფორუმი, რეგიონებში დარგის პოტენციალის წარმოჩენას ემსახურება.

შიდა ქართლი უმდიდრესია სასოფლო-სამეურნეო პოტენციალით, განსაკუთრებით მეხილეობით. ჩვენი მიზანია, ის პროექტები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს, გავაცნოთ შიდა ქართლის მოსახლეობას, პოტენციურ ინვესტორებს და მათგანაც მოვისმინოთ საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. რეგიონებში, მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას კვლავ გავაგრძელებთ, რათა, არსებული პოტენციალი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, აგროფორუმი შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის დარგების გაძლიერებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და მოქმედ ფერმერებს სამომავლო საქმიანობაში დაეხმარება.

2013 წლიდანდღემდე, შიდა ქართლის რეგიონში, სახელმწიფო პროექტების განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვანიშედეგები უკვე სახეზეა.

• შეიქმნა 26 ახალი და გაფართოვდა/გადაიარაღდა 104 საწარმო;

• 1 973 ჰა ფართობზე გაშენდა ინტენსიური ბაღები;

• შეიქმნა 76 სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივი;

• წყალუზრუნველყოფილმა ფართობებმა 30 400 ჰაშეადგინა.

რეგიონში არსებული აგროწარმოების პოტენციალის სრულად წარმოსაჩენად, ფორუმზე სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებმა მეხილეობის და მრავალწლოვანი ბაღების გაშენების, სანერგე მეურნეობების განვითარების, მეფრინველეობის, მეღვინეობისა და მეფუტკრეობისშესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ფორუმისმონაწილეებს სახელმწიფო აგროპროექტების, რეგიონის ტურისტული პოტენციალის, HORECA მიმართულების განვითარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, აწარმოე საქართველოსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ფორუმის ფარგლებში, გაიმართა B2B შეხვედრებიდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა.

აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი წარმოადგენს პლატფორმას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაციისა და რეგიონში არსებული აგროწარმოების განვითარების შესაძლებლობების გაცნობის კუთხით.

ფორუმს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილეები, ხატია წილოსანი და იური ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების, სასტუმროების, სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები,აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლები და ფერმერები.

მიმდინარე წელს, პირველი აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი სამეგრელო - ზემო სავანეთის რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში გაიმართა.

ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO),ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADA) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა