logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენი ამოცანაა ყველა უნივერსიტეტში, ყველა პროფესორს, გავაგებინოთ რა შესაძლებლობები არსებობს ევროპულ სივრცეში სამეცნიერო კუთხით
მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენი ამოცანაა ყველა უნივერსიტეტში, ყველა პროფესორს, გავაგებინოთ რა შესაძლებლობები არსებობს ევროპულ სივრცეში სამეცნიერო კუთხით
16:26 11.10.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალურ დირექტორთან, ზვიად გაბისონიასთან ერთად, აგრძელებს აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს და მათ პირადად აცნობს იმ რეალურ პერსპექტივებს, რაც ქართულ სამეცნიერო წრეებს ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებით გაუჩნდება.

„ჩვენი ამოცანაა ყველა უნივერსიტეტში, ყველა პროფესორს, გავაგებინოთ რა შესაძლებლობები არსებობს ევროპულ სივრცეში სამეცნიერო კუთხით და დავეხმაროთ ამ შესაძლებლობების გამოყენებაში. ეს პროცესი გაგრძელდება, არ იქნება ერთჯერადი და ყველას მივაწვდით ინფორმაციას, როგორ მიიღოს ის ბენეფიტი, რასაც წევრობა გულისხმობს,“-აცხადებს მინისტრი.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ, იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მეცნიერები აქტიურად გამოიყენებენ იმ შესაძლებლობებს რაც მათ საქართველოს EURAXESS-ში გაწევრიანებით გაუჩნდათ.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა თელავის უნივერსიტეტის მკვლევარებთან, უნდა ითქვას, რომ საგრანტო პროექტებში ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტია, აქვთ ბევრი წარმატებული პროექტი, როგორც რეალიზებული ასევე მოქმედი. ჩვენ გავაცანით მკვლევარებს EURAXESS-ში გაწევრიანების პროცედურები და იმედს გამოვთქვამთ, რომ ისინი აქტიურად გამოიყენებენ ამ უნიკალურ შესაძლებლობას,“- განაცხადა ზვიად გაბისონიამ შეხვედრისას.

EURAXESS-ში საქართველოს გაწევრიანებას დადებითად აფასებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ირმა შაოშვილი :ძალიან მოხარული ვარ, რომ უშუალოდ პირველმა პირებმა გააცნეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს ბოლო პერიოდის უმნიშვნელოვანესი სიახლეები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის სიკეთე რაც მივიღეთ ქართველმა მკვლევარებმა არის სერიოზული მონაპოვარი და გულისხმობს პირდაპირ წვდომას სამეცნიერო ბაზებსა და კვლევით პროექტებზე. ვფიქრობ, ამას რეგიონული უნივერსიტეტებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია EURAXESS-ში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით, პრეზენტაცია თემაზე - „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის” ამჯერად რეგიონის, კერძოდ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გაიმართა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა