logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მეტყევის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია - “პროფესია მეტყევე” გაიმართა
მეტყევის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია - “პროფესია მეტყევე” გაიმართა
11:45 11.10.2019
მეტყევის დღესთან დაკავშირებით მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია - “პროფესია მეტყევე” გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართა, მათ მეტყევის პროფესიული დღესასწაული მიულოცა და სატყეო საქმის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

“მეტყევის დღის აღნიშვნით ჩვენ ხაზს ვუსვამთ მეტყევის პროფესიის მნიშვნელობას, რაც განსაკუთრებულია ახალი გამოწვევებისა და სატყეო რეფორმების პირობებში” - აღნიშნა მინისტრმა.

კონფერენციას ესწრებოდნენ სატყეო საქმის პროფესიული პროგრამების სტუდენტები, კაჭრეთისა და ახალციხის პროფესიული სასწავლებლების სატყეო საქმის სპეციალისტები , საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის “გარმეოსდაცვთი მენეჯმენტი და პოლიტიკა”, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორები.

უწყების ინფორმაციით, კონფერენცია ორ პანელად იყო დაყოფილი. პირველი ნაწილი დაეთმო სატყეო პოლიტიკის წარმოების საკითხებს, არსებული სიტუაციის მიმოხილვას და გამოწვევებს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ტყის ახალი კოდექსზე, 2013 წელს მიღებული სატყეო კონცეფციას, განხორციელებულ ქმედებებსა თუ პროგრესს, მეტყევის პროფესიის განვითარებისათვის სექტორში არსებულ გეგმებს.

აღნიშნულ პანელს უძღვებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე.

მეორე ნაწილი დაეთმო არსებულ სატყეო პოლიტიკას და გამოწვევებს, ინვენტარიზაციის პროცესს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ფარგლებში დაგეგმილ და მიმდინარე ცვლილებებს, მუნიციპალური ტყის მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებს და სატყეო საქმის მიმართულებით განათლების ხელშეწყობას. მეორე ნაწილს უძღვებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, ქ.თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი.

კონფერენციას მოდერატორობდა აგრარული მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სატყეო საქმის დოქტორანტი დიანა ბერაია. საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის და დარგის მნიშვნელობის ხაზგასასმელად.

კონფერენცია “პროფესია - მეტყევე” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით ჩატარდა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა