საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა
ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დეკანოიძის განმარტებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებას მისი უწყება მომზადებული დახვდება. საქართველოს 500-მდე სკოლაში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
ასევე, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოებს უფასოდ სამი კატეგორიის მოსწავლეები მიიღებენ. ესენია - სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენლები, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა შვილები, ასევე მოსწავლეები, რომელთა სამზე მეტი დედ-მამიშვილი სკოლაში დადის. სამინისტრო სულ 800 ათასამდე სახელმძღვანელოს გადაცემას გეგმავს.
ტრადიციისამებრ, წელს ყველა პირველკლასელი ე.წ „ბუკს“ მიიღებს.

















