დედაქალაქის მერი კახა კალაძე,მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, გვიან
ღამით გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში იმყოფებოდა, სადაცვეკუას ქუჩის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოების შესახებთბილისის მერმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.
კახა კალაძის განცხადებით, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩებზე სამუშაოების ტემპი გამოსწორდა და პროექტის პირველი ეტაპი უკვედასრულებულია.
„მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, წყალარინებისა და სასმელი წლის მიწოდების სისტემები; ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება; ელექტრობოძები და სანათები გამოიცვლება; განახლდება ტროტუარები. ასევე,ამ ორ ქუჩაზემოეწყობა ავტობუსებისთვის ზოლები, რათა საზოგადოებრივმატრანსპორტმაშეუფერხებლადიმოძრაოს. იცით, ჩვენი მიზანია, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს. აქ იყო გარკვეული პრობლემები სამუშაოების ტემპთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კონტრაქტორ კომპანიასთან და შედეგი სახეზეა. სიტუაცია გამოცოცხლებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე განსახორციელებელ სამუშაოებზე განმარტებები დედაქალაქის მერის მოადგილეირაკლი ბენდელიანმაცგააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული ქუჩები 5 მონაკვეთად დაიყო და სამუშაოებიც ხუთეტაპიანი იქნება.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, რამდენიმე დღეში ხიზანიშვილის ქუჩის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტდება დაიწყება, ხოლო რვაკილომეტრიანი ორი ქუჩის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.

















