logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
N185 ბაგა-ბაღში მინი ავტოქალაქის პრეზენტაცია გაიმართა
N185 ბაგა-ბაღში მინი ავტოქალაქის პრეზენტაცია გაიმართა
14:48 03.10.2019
N185 ბაგა-ბაღში დღეს მინი ავტოქალაქის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან ერთად დაესწრო. თბილისის მერმა პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

„პატარა გლდანში, 185-ე საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბაღის კეთილმოწყობილი ეზოს ტერიტორიაზე, ჩვენ მინი ავტოქალაქის პროექტი განვახორციელეთ. ბაღის ეზოში მოწყობილია საგზაო ნიშნები, შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები. პატარებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა იმოძრაონ ქალაქში. აცნობენ საგზაო ნიშნებს, რომელთაც ჩვენ მოძრაობისას ვიყენებთ. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვები თავიდანვე სწავლობენ მოძრაობის წესებს და თან ამ პროცესში ხალისით მონაწილეობენ. ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გვექნება ყველა ბაგა-ბაღის მიმართ, რომელთა ეზო მსგავსი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში საგზაო მოძრაობის შესახებ საბაზისო ცოდნის გადაცემას, მაჟორიტარი დეპუტატის, შალვა ოგბაიძის ინიციატივის საფუძველზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ განახორციელა.

ავტოქალაქის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ძირითადი საგზაო ნიშნები, დახაზულია გზა, განსაზღვრულია პარკინგის ადგილები, დამონტაჟებულია ავტობუსის მინიატურული გაჩერებები, სარკეები და შუქნიშნები.
ღონისძიებაზე სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებმა, საბავშვო სატრანსპორტო საშუალებებით, იმიტირებული საგზაო მოძრაობა წარმოადგინეს. გაითამაშეს შუქნიშნითა და ქვეითთა გადასასვლელებით სარგებლობის სცენები. მოძრაობის ორგანიზებაში პატარებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ეხმარებოდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც ბავშვებს სიმბოლური მართვის მოწმობები გადასცეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა