logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია:  ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს, ასევე ათასობით ქართველს, რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა
გიორგი გახარია: ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს, ასევე ათასობით ქართველს, რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა
17:33 01.10.2019
როდესაც  ვხედავთ, რომ ეს ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს, ასევე, ასი ათასობით ქართველს, რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

რაც შეეხება რისკებს, მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა უნდა იყოს უფრო ჯანსაღი და რისკების მართვის მენეჯმენტი - უფრო ხარისხიანი.
"ის პოზიტიური ცვლილებები, რაც შეიძლება გაუმჯობესებისკენ იყოს, მაგალითად ფრენების აღდგენა, მე მივესალმები. რისკები უნდა ვმართოთ, როგორც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. დღეს როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს ასევე, ათასობით ქართველს რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს უფრო ჯანსაღი და ჩვენი რისკების მართვის მენეჯმენტი უნდა იყოს უფრო ხარისხიანი. უნდა ვეცადოთ ეს რისკები ვმართოთ, უნდა ვეცადოთ, რომ არ მოხდეს მსგავსი ექსცესები, მაგრამ ასეთი რამ თუ მოხდება უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვმართოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოაგვაროს ის ურთულესი და უმწვავესი პრობლემები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.
"ეს შეხვედრა მოხდა სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ურთულესი, უმწვავესი პრობლემები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მოაგვაროს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, აბსოლუტურად პრაგმატულად, ცივი გონებით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, ჩვენი სათქმელი ყოველთვის იქნება ჩვენი სათქმელი და იქ, სადაც შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა, დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა