logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რომან კაკულია: ფოთი არის ნიკო ნიკოლაძის ქალაქი, რომელმაც ამ ადგილის კონკურენტუნარიანობა განსაზღვრა მაშინ, როდესაც ეს  სიტყვა საერთოდ  არ იცოდნენ საქართველოში
რომან კაკულია: ფოთი არის ნიკო ნიკოლაძის ქალაქი, რომელმაც ამ ადგილის კონკურენტუნარიანობა განსაზღვრა მაშინ, როდესაც ეს სიტყვა საერთოდ არ იცოდნენ საქართველოში
17:00 01.10.2019
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეფასებით, ფოთის პორტის ინფრასტრუქტურული განვითარებით მისი შესაძლებლობების მაქსიმალური ათვისება თავის თავად დატოვებს ნიშას, რომლითაც უნდა განვითარდეს ანაკლიის პორტი და ეს მთლიანობაში, ერთად უზრუნველყოფს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.
"როდესაც ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე ვასუბრობთ, ეს არის საშუალება, რომელიც მაქსიმუმამდე მიიყვანს ამ პორტის შესაძლებლობას და თავის თავად დატოვებს ნიშას, რომლითაც უნდა განვითარდეს ანაკლიის პორტი, რაც მთლიანობაში ერთად უზრუნველყოფს ამ ქვეყნის კონკურენტუნარიანობას. ეს ჩვენი ვალდებულებაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის" - განაცხადა რომან კაკულიამ. მისი თქმით, ფოთი არის ნიკო ნიკოლაძის ქალაქი, რომელმაც ამ ადგილის კონკურენტუნარიანობა განსაზღვრა მაშინ, როდესაც ეს სიტყვა საერთოდ არ იცოდნენ საქართველოში.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ეს კომენტარი "პეის ტერმინალსის" ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა. ახალი ტერმინალის პროექტი ფოთში აშშ-ის მთავრობის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ხორციელდება.
მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში დღეს მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველმა დირექტორმა კენეტ ანჯელიმ, ამერიკული კომპანიის "ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP" - ის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო"ბრაიანმა, ნიდერლანდური კომპანია "ROYAL HASKONING" - ის წარმომადგენელმა დირკ იან პიტერსმა და "ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს" პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა.
ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება, რაც ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს განახორციელებს "პეის ჯგუფი," რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა