logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“ არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანდა
მიხეილ ბატიაშვილი: „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“ არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანდა
13:53 01.10.2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაკიძემ დავით ტვილდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოს ევროპულ რეესტრში (EQAR -The European Quality Assurance Register for Higher Education) გაწევრიანება მოულოცეს. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, რომელიც EQAR-ში ბაზაში მოხვდა.

შეხვედრისას მინისტრმა ისაუბრა უნივერსიტეტის EQAR-ში გაწევრიანებასა და ქართული უმაღლესი განათლების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოების მნიშვნელობაზე.

„გილოცავთ! დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“ არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანდა! თქვენი პროგრამები და დიპლომები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რაც ნიშნავს მეტ სანდოობას, მეტ შესაძლებლობებს, მეტ ევროპელ სტუნდეტსა და პარტნიორს. თქვენ გყავთ ძალიან ბევრი წარმატებული სტუდენტი და ერთიანი ევროპული სივრცე მათ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩენს“-განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ერთიან ევროპულ სამეცნიერო სივრცში, EURAXESS-ში, საქართველოს გაწევრინებას; მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ქართველ მეცნიერებს ექნებათ პირდაპირი წვდომა ევრაქსესის წევრ 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან კვლევით პროექტებზე, მათ შორის, პროგრამა “Horizon 2020“-სა და მის ქვეპროგრამებზე.

მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკეძემ კი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო - მას შემდეგ, რაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამედიცინო პროგრამები აკრედიტაციას გაივლიან, ისინი მსოფლიოში უმსხვილეს „FAIMER“-ის სამედიცინო ბაზაში მოხვდება. ეს კი ნიშნავს, რომ ქართული სამედიცინო სასწავლო პროგრამები შესაბამისობაში იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებთან და მათ ევროპაში, ამერიკასა და კანადაში აღიარებენ.

2019 წლის 27 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR - The European Quality Assurance Register for Higher Education) დარეგისტრირდა (https://www.eqar.eu/register/agencies/agency/?id=59). EQAR-ში რეგისტრაციას წინ უსწრებდა ENQA-ს დადებითი შეფასება და სრული წევრის სტატუსის მოპოვება, რასაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის აპრილში მიაღწია.

EQAR ევროპის სახელმწიფოების მთავრობებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ ერთობლივად დაფინანსებული საჯარო ინტერესების დამცველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების სფეროში გამჭვირვალობას და ნდობის ამაღლებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში განათლების აღიარებას.

საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გახდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა