გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე
საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
სააგენტოს ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

















