logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფლებში მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება
სოფლებში მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება
12:52 29.09.2019
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ბეკამის, ცოცხნარას, ბჯნისისა და აძვის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე სოფლებში არსებული საკითხები და ძირითადი საჭიროებები განიხილეს. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კუთხით პროგრამების განხორციელების მნიშვნელობას. ადგილობრივებმა მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას დეტალურად გააცნო ყველა ის პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს.

„სახელმწიფო პროექტების ფარგლებში, რეალური ხელშესახები შედეგები უკვე არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩაერთოს აღნიშნულ პროექტებში და მიიღოს ის სარგებელი, რასაც სახელმწიფო სთავაზობს. ჩვენი მიზანია, ფერმერებმა გააფართოონ წარმოება, შექმნან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და გაზარდონ შემოსავლები“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტების დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. როგორც შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობის ძირითადი საჭიროებები მაქსიმალურად იქნება ასახული მომავალი წლის ბიუჯეტში და მათი მოგვარება ეტაპობრივად განხორციელდება.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გამართავენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა