logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეროვნულ მუზეუმში სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის პრეზენტაცია გაიმართება
ეროვნულ მუზეუმში სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის პრეზენტაცია გაიმართება
11:45 27.09.2019
28 სექტემბერს, 17:00 საათზე, National Geographic საქართველო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გეპატიჟებათ სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის პრეზენტაციაზე.

2019 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საზოგადოებას პირველად წარვუდგენთ რუკის ბეჭდურ და მუდმივად განვითარებად ორენოვან ელექტრონულ ვერსიას. აღნიშნული პროექტი რამდენიმეწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგია, რომელიც National Geographic Magazine - საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის მუდმივად განვითარებადი, ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე, რუკაზე დატანილი იქნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების, ძირითადად საქართველოში, გავრცელებულ სახეობათა 121 ილუსტრაცია და ის სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს აუცილებელ, პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, რომელიც მიმართულების სპეციალისტის მიერ არის მომზადებული. თითოეული სახეობის გვერდს აქვს ჩამოტვირთვა/ამობეჭდვის ფუნქცია, რაც მასალის შეგროვების თვალსაზრისით დაინტერესებული მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მოხერხებული იქნება.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც.

რუკა დაყოფილია კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაში დარგის სპეციალისტის მიერ შერჩეული იქნა ის სახეობები, რომლებიც პირველ ეტაპზე იქნა დატანილი: 11 თევზი, 17 ფრინველი, 30 მცენარე, 19 მწერი, 17 ძუძუმწოვარი, 15 ქვეწარმავალი, 6 ამფიბია, 2 მოლუსკი და 4 ნამარხი ფლორა და ფაუნა. სწორედ ამ დარგის სპეციალისტებისა და National Geographic Magazine-ის ადგილობრივი და ამერიკელი არტ-რედაქტორების ხელმძღვანელობით იმუშავეს ილუსტრატორებმა, რომ შეექმნათ უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციები.

სამომავლოდ იგეგმება, როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ლოკაციის მონიშვნა.

ელექტრონული რუკის პარალელურად შეიქმნა რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიაც (ზომით 3მx1.5მ), რომელიც ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენის განუყრელი ნაწილი გახდება და მისულ დამთვალიერებელს თვალნათელ წარმოდგენას შეუქმნის სამხრეთ კავკასიის ბუნების მნიშვნელობისა და მრავალფეროვნების შესახებ, ამასთანვე დამონტაჟებული ე.წ. „თაჩ-სქრინები“ კი საშუალებას მისცემს იქვე მოიძიოს მეტი ინფორმაცია რუკის ელ. ვერსიაში.

იგეგმება ბეჭდური რუკის მცირე ვერსიის მომზადებაც, რომელიც გავრცელდება სკოლებში.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის ორივე – ბეჭდური და ელ. ვერსია გარდა იმისა, რომ თვალნათლივ აჩვენებს დაინტერესებულ საზოგადოებას კავკასიის ბუნების მრავალფეროვნებას, სკოლების საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი შეიძლება გახდეს, რადგან მისი საშუალებით ბიოლოგიის მასწავლებლებს საშუალება მიეცემათ ხალისიანად, თვალსაჩინოდ და მარტივად აუხსნან მოსწავლეებს ამა თუ იმ სახეობის შესახებ ახალი მასალა. მოსწავლეებმა კი გამოიყენონ რუკა ამა თუ იმ მასალის მომზადებისას.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში" პროექტის მხარდაჭერით.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება მიღება, რომელზეც ასევე აღინიშნება National Geographic Magazine - საქართველოს 7 წლის იუბილე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა