logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
EMC ტყიბულის მეშახტეების პროტესტს ეხმიანება
EMC ტყიბულის მეშახტეების პროტესტს ეხმიანება
16:34 26.09.2019
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC ტყიბულის მეშახტეების პროტესტს ეხმიანება.

"24 სექტემბერიდან დღემდე ტყიბულში, "საქნახშირში" დასაქმებული 30-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ჩავიდა და კუთვნილი ხელფასის გადახდამდე შახტის ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებს. მეშახტეები, ხელფასის გარდა, შახტის ფუნქციონირების აღდგენისა და სამუშაო პროცესის განახლების თაობაზე მათთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას ითხოვენ. მათი ნაწილი საპროტესტო აქციას ქალაქის მერიასთან მართავს.[1]

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომპანია "საქნახშირს" მოუწოდებს დაფაროს სახელფასო დავალიანება და შეასრულოს სპეციალისტების შემოწმების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები ტექნიკური და შრომითი უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით;[2] ამის საპირწონედ, "საქნახშირის" ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს და ხელფასისთვის საჭირო თანხების მოსაძიებლად დრო სჭირდებათ.[3] განცხადებებიდან არ ირკვევა, თუ როდის გახდება შესაძლებელი დასაქმებულთა ხელფასების დაფარვა, რაც ადგილობრივებს გაურკვევლობაში ტოვებს.

ტყიბულის შახტი უკვე 14 თვეა გაჩერებულია და ამ პერიოდის განმავლობაში შახტებში მხოლოდ გეგმიური უსაფრთხოების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც დასაქმებულები აცხადებენ, შახტებში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის კომპანიას რაიმე ზომები არ მიუღია. ტყიბულის შახტები 2018 წლის 18 ივლისს, მინდელის შახტში მომხდარი მორიგი ტრაგედიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაილუქა.[4] ამასთან, მოწვეულ იქნა გერმანული კომპანია, რომელსაც 5 კვირის ვადაში უნდა შეესწავლა ტყიბულის შახტებზე არსებული მდგომარეობა.[5] შესაბამისი დასკვნა მიმდინარე წლის იანვარში მომზადდა,[6] თუმცა ის ამ დრომდე არ არის საზოგადოებისათვის ცნობილი.



მიგვაჩნია, ტყიბულში შექმნილი მძიმე ვითარება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და იგი სრულად გამოხატავს წლების განმავლობაში ქალაქის წინაშე არსებული უმძიმესი გამოწვევების სრული უგულებელყოფის შედეგად შექმნილ მდგომარეობას, რომელიც არამხოლოდ შახტებში დასაქმებული პირების, არამედ სრულად რეგიონის მომავალს აყენებს ეჭვქვეშ. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს ტყიბულისა და სხვა ინდუსტრიული ქალაქების განვითარების გეგმა, რაც სრულ გაურკვევლობასა და ბუნდოვანებაში ამყოფებს კომპანიაში დასქმებულებსა და რეგიონის მოსახლეობას.



შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების გარდა, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მონო-ინდუსტრიული ქალაქების, მათ შორის ტყიბულის მიმართ, ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა. რეგიონში არსებული დასაქმების პრობლემის მასშტაბი, რასაც თან ერთვის ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ლარის კურსის მკვეთრი გაუარესება, სახელმწიფოს მხრიდან დაუყოვნებლივ და ეფექტიან რეაგირებას მოითხოვს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაიაზროს ტყიბულში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საკუთარი პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები რეგიონის მოსახლეობისა და დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოებისათვის.



შესაბამისად, მოვუწოდებთ კომპანია "საქნახშირს" და საქართველოს მთავრობას:

დაუყოვნებლივ დაიფაროს მიმდინარე თვის სახელფასო ანაზღაურება "საქნახშირის" ყველა დასაქმებულისათვის;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს 2018 წლის დეკემბერში ტყიბულის შახტების ინსპექტირების შედეგად გაკეთებული დასკვნის საჯაროობა;
ტყიბულის მეშახტეების, პროფკავშირული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით დაიწყოს მსჯელობა ტყიბულის შახტების ამუშავების და შახტებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე;
საქართველოს მთავრობამ, ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონის მოსახლეობისა და დაინტერესებული აქტორების ჩართულობით წარმოადგინოს ტყიბულის ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს მოსახლეობის ინტერესებს და იქნება მათი სოციალური უსაფრთხოების გარანტი"-ნათქვამია EMჩ-ის განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა