logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
TBC ბანკისგან ნაცემი მოქალაქე მორალურ და მატერიალურ ზიანს - 30 000 ლარს მოითხოვს
TBC ბანკისგან ნაცემი მოქალაქე მორალურ და მატერიალურ ზიანს - 30 000 ლარს მოითხოვს
15:49 26.09.2019
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ თBჩ ბანკის წინააღმდეგ დაზარალებული მოქალაქე ზვიად გოგიაშვილის სარჩელი წარმოებაში მიიღო, რომელიც დამდგარი მორალური და მატერიალური ზიანის სახით, თBჩ ბანკისგან 30 000 ლარის ანაზღაურებას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" ავრცელებს.

"ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, საზოგადოების პირდაპირ შეურაცხყოფას წარმოადგენს ერთ-ერთი წარმატებული ბანკის მენეჯმენტის პოზიცია, რომელმაც ფორმალური წუხილის გარეშეც დატოვა ბანკის სესხების ექსპერტის მხრიდან მოქალაქე ზვიად გოგიაშვილის ცემის ფაქტი. ორგანიზაცია საზოგადოებისთვის საჯაროს გახდის ბანკის წარმომადგენლისა და მოქალაქის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველ ექსკლუზიურ ვიდეო-მასალას, რომლითაც ნაჩვენებია მოქალაქის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების პროცესი, ხარისხი, განზრახვის ფარგლები. მასალით დგინდება, რომ ბანკმა ფიზიკურ ძალადობამდე არავითარი ზომები არ მიიღო ფაქტის თავიდან აცილებისთვის. შემთხვევა ეხება 2019 წლის 3 ივნისს, ქ. თბილისში, მეტროსადგური ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ "გლდანი მოლში" მდებარე "თიბისი ბანკში" ყოფნისას, ზვიად გოგიაშვილის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. თBჩ ბანკის სესხების ექსპერტმა მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა მოქალაქეს სახის არეში, კერძოდ, ცხვირის მიდამოში, რამაც გამოიწვია ცხვირის არეში მოტეხილობა. 2019 წლის 14 ივნისს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის დადგენილებით, მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი.

საქმეზე წარმოდგენილი მასალების ერთობლიობით, დგინდება, რომ მოსარჩელემ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას მიმართა ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით. პაციენტი კლინიკაში მოთავსდა თვითდინებით. მოსარჩელის მიმართ მოხდა ოპერაციული ჩარევა - სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობების ჩასწორება და იმობილიზაცია, ყბების ან სახის ძვლების ოსტეოპლასტიკა ძვლოვანი გრაფტის ან უცხო მასალის გამოყენებით, სხვა რეკონსტრუქციული ოპერაციები ყბებზე. მოსარჩელე, მიღებული ფიზიკური დაზიანებების გათვალისწინებით, დღემდე აგრძელებს სარეაბილიტაციო კურსს. შესაბამისად, მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმეზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, შეიცვალა მუხლის კვალიფიკაცია და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით (ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ). ორგანიზაცია განმარტავს, რომ ზვიად გოგიაშვილმა საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ამოიცნო თავმდამსხმელი. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ბანკის მხრიდან დასაქმებულთან შეწყდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. გამოძიებამ დაკითხა დასახელებული ფილიალის მენეჯერი, თუმცა უცნობია, დაიკითხა თუ არა თავად თავმდამსხმელი.

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" ზვიად გოგიაშვილის საქმეზე რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს. ორგანიზაციამ დაზარალებულის უფლებების დაცვის ინტერესი ჯერ კიდევ 2019 წლის 7 ივნისს გამოთქვა, რა დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ბანკს მოუწოდეს საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა.

ცნობისთვის: "ახალგაზრდა ადვოკატების" წარმომადგენლობით, ზვიად გოგიაშვილმა სარჩელით სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს მიმართა. სასამართლომ საქმე წარმოებაში 2019 წლის 2 სექტემბერს მიიღო. მანამდე, 2019 წლის 2 ივლისს, სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულეთა უზრუნველყოფის შესახებ და თBჩ ბანკს დაევალა მოქალაქე ზვიად გოგიაშვილის ცემის ფაქტის ამსახველი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერის გაცემა, რაც ბანკმა საკუთარი ნებით არ გადასცა დაზარალებულს. ზვიად გოგიაშვილის ინტერესებს "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს. საქმეს მოსამართლე: ლია ავალიშვილი განიხილავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა