logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ -2019 გაიხსნა
თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ -2019 გაიხსნა
15:22 26.09.2019
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ნეიროგლიის ფუნქციები"გაიხსნა, რომელშიც ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობენ. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, უცხოელი მეცნიერები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის მოადგილის ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილია მთელი ის სამყარო, რომელიც ნეიროგლიის ფუნქციებზე მუშაობს. ჩვენმა უნივერსიტეტმა თავის დროზე მსოფლიოს მისცა ისეთი სახელები როგორებიცაა ივანე ბერიტაშვილი, ალექსანდრე როიტბაკი. დღევანდელი კონფერენცია ხელს შეუწყობს სახელოვანი და ტიტულოვანი მეცნიერების შეკავშირებას ერთი მიზნისთვის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და გაძლიერებისთვის."
საერთაშორისო კონფერენციაში "ნეიროგლიის ფუნქციები" მონაწილეობენ  10 ევროპული ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის წამყვანი მეცნიერები. ღონისძიება მიზნად ისახავს გააგრძელოს აკად. ალექსანდრე როიტბაკის მემკვიდრეობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ნეირომეცნიერების აღორძინებასა და განვითარებას.  
"კონფერენცია "ნეიროგლიის ფუნქციები" არის იმ კონფერენციათა ციკლის აღდგენა-აღორძინება, რომლებიც 80-იან წლებში ტარდებოდა თბილისში ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში და მისი ინიციატორი და სულის ჩამდგმელი იყო ალექსანდრე როიტბაკი. რამდენიმე წლის წინ, დაგვებადა იდეა, რომ აღგვედგინა ეს კონფერენცია. საბჭოთა კავშირის დროს, ძალიან ბევრი დასავლელი მეცნიერი ჩამოდიოდა და დიდი წვლილი შეჰქონდათ ამ კონფერენციისა და მეცნიერების განვითარებაში. წელს, ალექსანდრე როიტბაკის დაბადების 100 წლისთავზე გადავწყვიტეთ აღგვედგინა კონფერენცია. დავუკავშირდით მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და მათ სიამოვნებით მიიღეს ეს მოპატიჟება. მიხარია რომ ძალიან წარმომადგენლობითი კონფერენცია ტარდება. განვიხილავთ ტვინის ფუნქციების ძირითად მოვლენებს და თანამედროვე ნეირომეცნიერების მიღწევებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონფერენციაზე ბევრ სიახლეს შევიტყობთ ნეირომეცნიერების დარგიდან," - განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა, თსუ მოწვეულმა პროფესორმა, ლუდნის (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ კოკაიამ.
კონფერენცია, რომელიც 3 დღეს გასტანს, თსუ პროფეორის, გამოჩენილი ნეირომეცნიერის ალექსანდრე როიტბაკის დაბადების 100 წლისთავს მიეძღვნა. აკადემიკოსი ალექსანდრე როიტბაკი 3 ათეულ წელზე მეტი მოღვაწეობდა თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე, კითხულობდა ლექციების კურსს ელექტროფიზიოლოგიაში. 
კონფერენციის ორგანიზატორებია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტი, ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, საქართველოს ნეირომეცნიერების ასოციაცია, ეროვნული აკადემია, სამეცნიერო ჟურნალი "გლია" და "აკადემია ევროპეას" თბილისის რეგიონული ცენტრი. ღონისძიება იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შღNშFG), ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBღO), ტვინის იმუნოლოგიისა და გლიის ცენტრის (BIG) და ვირჯინიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების დეპარტამენტის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნული კონფერენცია ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს სთავაზობს აქტიური ჩართვის საშუალებას, ფორუმი მათ მისცემს საშუალებას, ეზიარონ ნეირომეცნიერების ამ დარგში დაგროვილ უახლეს მონაცემებს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა