logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
10:02 26.09.2019
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, გარკვეულ ეტაპზე, რეაბილიტაციის პროცესის შეფერხების მიუხედავად, პროექტი წარმატებით განხორციელდა.

„ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების სრული კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ მთლიანად შეცვალა გაზის მილები, GWP-მ განახორციელა წყალარინების ქსელი და სანიაღვრე სისტემა. მეორე ეტაპზე მიწისზედა სამუშაოები განხორციელდა. მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ელექტროგადამცემი ხაზები მთლიანად მიწისქვეშ იქნა ჩატანილი და გზა დაიხაზა. ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლი შეიქმნა, სადაც მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. მართალია, პროცესი დიდხანს გაგრძელდა და სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, გარკვეული პრობლემები იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, კარგი შედეგით დასრულდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 1,2 კმ სიგრძეზე დაიგო გზის საფარი, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა LED სანათები. ამ პროექტისთვის ბიუჟეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯა.

აღნიშნულ არეალში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული სქემაც ამოქმედდება.

კანდელაკის ქუჩაზე კერძო ტრანსპორტი, როგორც აქამდე, ახლაც ცალმხრივად, ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ორივე მიმართულებით. ნუცუბიძის ქუჩიდან ჟვანიას მოედნისკენ ავტობუსების და მიკროავტობუსების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ავტობუსის ზოლი დაიხაზება.
N6 და N29 ავტობუსები და N4, N11, N 58, N66, N72, N124, N161 და N208 მიკროავტობუსები ფანჯიკიძის ქუჩის ნაცვლად კანდელაკის ქუჩაზე იმოძრავებენ, რაც ფანჯიკიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობას მნიშვნელოვნად განმუხტავს, ხოლო კანდელაკის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება შეამცირებს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობის დროს და საბურთალოს ამ მონაკვეთში მგზავრთა მომსახურებას გააუმჯობესებს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის კანდელაკის, ნუცუბიძისა და ფანჯიკიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ მოედანზე კუნძული მოეწყო. ავტომანქანების პარკირებისთვის კი, კანდელაკის ქუჩის მთელს სიგრძეზე უკიდურესი მარჯვენა ზოლი გამოიყოფა.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, კომპანია „თბილისი ენერჯისა“და GWP-ს წარმომადგენლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა