logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
უმეთვალყურეო ცხოველების პოპულაციის მართვას და ცოფთან ბრძოლის სტრატეგიას რეგიონულ შეხვედრაზე განიხილავენ
უმეთვალყურეო ცხოველების პოპულაციის მართვას და ცოფთან ბრძოლის სტრატეგიას რეგიონულ შეხვედრაზე განიხილავენ
09:57 26.09.2019
უმეთვალყურეო ძაღლების პოპულაციის მართვასთან და ევრაზიის ქვეყნებში ცოფის გავრცელების საკითხებთან დაკავშირებით, თბილისში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს.

12 ქვეყნის წარმომადგენელი, სამუშაო ფორმატში, ცხოველთა კეთილდღეობის 2017-2019 წლების შედეგებს აჯამებს, მომავალი წლების სამოქმედო გეგმასა და დასავლეთ ევრაზიის ქვეყნებში ცოფის გავრცელების საკითხებს განიხილავს.

შეხვედრა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგატმა საქართველოდან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ გახსნა, რომელმაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე, დაავადებების საწინააღმდეგოდ გატარებულ ვეტერინარულ ღონისძიებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

2013 წლიდან საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ; ასევე მოსახლეობის ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება. ბოლო წლებში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები.

2015 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (GARC) ინიციატივით შემუშავდა სტრატეგია, რომლის მიზანიც 2030 წლისთვის ცხოველისგან ადამიანის ცოფით დაიფინცირების შემთხვევების აღმოფხვრაა. 

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები უმეთვალყურეო ძაღლების პოპულაციის კონტროლთან დაკავშირებით ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ კეთილდღეობის სტანდარტებზე, მიდგომებსა და ინიციატივებზე მსჯელობენ. შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებიან.

რეგიონული შეხვედრა თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხში“ 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა