logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან კარანაძე- ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოება ქვეყნის და მისი საავიაციო ხელისუფლების მიღწევების აღიარებას წარმოადგენს
ლევან კარანაძე- ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოება ქვეყნის და მისი საავიაციო ხელისუფლების მიღწევების აღიარებას წარმოადგენს
19:14 25.09.2019
ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოება ქვეყნის და მისი საავიაციო ხელისუფლების მიღწევების და გაწეული შრომის საერთაშორისო დონეზე აღიარებას წარმოადგენს - ლევან კარანაძე

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, ლევან კარანაძის განცხადებით, ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოება ქვეყნის და მისი საავიაციო ხელისუფლების მიღწევების და გაწეული შრომის საერთაშორისო დონეზე აღიარებას წარმოადგენს. "ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გუნდმა წლების განმავლობაში დაუღალავად იმუშავა ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ზედამხედველობის ხარიხის გასაუმჯობესებლად და რეკომენდირებული საერთაშორისო პრაქტიკის დასანერგად. აღსანიშნავია სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს მიერ ნაჩვენები გაუმჯობესებული შედეგებიც. ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოება ქვეყნის და მისი საავიაციო ხელისუფლების მიღწევების და გაწეული შრომის საერთაშორისო დონეზე აღიარებას წარმოადგენს. ასევე, აღნიშნული სტიმულის მომცემი იქნება ჩვენთვის არსებული მიღწევების შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით."

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მეორმოცე, საიუბილეო ასამბლეის გახსნითი ღონისძიების ფარგლებში, საქართველო ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. ქვეყნისთვის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტის სერტიფიკატის გადაცემის ძირითად კრიტერიუმებს საავიაციო ხელისუფლების მიერ ICAO-ს სტანდარტების ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (15%-ზე მეტი) და სერიოზული ნაკლოვანებების არ ქონა წარმოადგენს. სპეციალური სერტიფიკატებით ICAO-ს წევრი 28 ქვეყანა დაჯილდოვდა. ამასთან, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც სერტიფიკატი ორივე მიმართულებით (ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა, საავიაციო უშიშროება) გადაეცა.

ICAO-ს აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. ახალი მაჩვენებლებით, საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით რეგიონში პირველ ადგილზეა. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საავიაციო უსაფრთხოების ზედამხედველობის მაჩვენებლები თითქმის 56%-ით გააუმჯობესა (32%-დან - 87.64%-მდე). რაც შეეხება საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობას, მაჩვენებლები ამ მიმართულებით თითქმის 30%-ით გაუმჯობესდა (58%-დან - 87.8%-მდე).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა