logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუ-ში საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ ჩატარდა
თსუ-ში საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ ჩატარდა
14:41 25.09.2019
საერთაშორისო სიმპოზიუმი "ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები" გაიხსნა, რომლის ორგანიზატორებია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA). სიმპოზიუმის თემაა "1980-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები და ლიტერატურული დისკურსი."
ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე ესწრებოდა. "ჩვენთვის ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი საერთაშორისო სიმპოზიუმის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ველით, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი; დისკუსია, აზრთა სხვადასხვაობა და გამოთქმული რეკომენდაციები დაეხმარება ჩვენს ახალგაზრდობას, მომავალ თაობას გასული საუკუნის პოლიტიკური მოვლენების სწორად აღქმასა და შეფასებაში"-აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
საერთაშორისო სიმპოზიუმი "ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები" უკვე მეცამეტედ იმართება. "ყოველ წელს ამ სიმპოზიუმს აქვს თავისი თემატიკა. წელს შევარჩიეთ საკმაოდ აქტუალური თემა: "1980-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები და ლიტერატურული დისკურსი". ამ თემაზე საგანგებო კვლევა არავის ჩაუტარებია. შესაბამისად, ეს ფორუმი, დარწმუნებული ვარ, წარმოაჩენს ძალიან ბევრ საინტერესო და აქტუალურ საკითხს,"- განაცხადა თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ მაკა ელბაქიძემ.
სიმპოზიუმში მონაწილეობს 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 14 ქვეყანა), მათ შორის: აშშ, გერმანია, იტალია, სამხრეთ კორეა, მაკედონია, არაბეთის გაერთიანებული საემირო, ბულგარეთი, ლიეტუა. ლატვია. უკრაინა, რუსეთი აზერბაიჯანი; აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.
სიმპოზიუმი 3 დღის განმავლობაში იმუშავებს. პლენარული სესიის ფარგლებშივე გაიმართა საქართველოს შსს არქივის ხელშეწყობით ორგანიზებული გამოფენა "1980-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები საქართველოში" და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ახალი ინგლისაურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა