logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სამშენებლო დარღვევების მიმართულებით, პირველი იანვრიდან დღემდე 1000-ზე მეტი ოქმია შედგენილი
სამშენებლო დარღვევების მიმართულებით, პირველი იანვრიდან დღემდე 1000-ზე მეტი ოქმია შედგენილი
12:51 25.09.2019
თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მიმდინარე წლის განმავლობაში მუნიციპალური ინსპექციის მუშაობის შედეგები გააცნო.

მისი თქმით, სამშენებლო დარღვევების მიმართულებით, პირველი იანვრიდან დღემდე დაახლოებით 1000-ზე მეტი ოქმია შედგენილი, ხოლო ჯარიმების ჯამური ოდენობა 19 მილიონ ლარს შეადგენს.

„პირველრიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯარიმების გაზრდა სწორი იყო, თუმცა მთავარი იდეა არის ის, რომ სამშენებლო დარღვევები შემცირდეს, და არა ის, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღოს მუნიციპალიტეტმა. მინდა, მშენებლებს მოვუწოდო, რომ სამშენებლო ობიექტებზე ყველაფერი გააკეთონ კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე ისაუბრა სამშენებლო ნარჩენების დაყრის ინსპექტირების შედეგებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გამოყოფილი ადგილები სამშენებლო ნარჩენებისთვის და ეს იცის ყველა მშენებელმა, ისინი სადაც ნახავენ ცარიელ ტერიტორიას (ეს შეიძლება კერძო საკუთრებაც იყოს), მიდიან და ამ სამშენებლო ნაგავს ყრიან. ამიტომ, მინდა დაგავალოთ კანონში ცვლილებების მომზადება, რომ გაიზარდოს ჯარიმები. მე ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს იმ რაოდენობის ჯარიმები, რომ ეს როგორმე შევაჩეროთ. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს დღე და ღამე აქვთ გაერთიანებული, დაყვებიან მანქანებს, რომ არასწორ ადგილზე არ დაიყაროს ნარჩენები, მაინც გვაქვს პრობლემები. პირველი იანვრიდან დღემდე 1000-მდე ჯარიმაა გამოწერილი ამ მიმართულებით და დაახლოებით 700 000-მდე ლარია შემოსული ბიუჯეტში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ხმაურის კონტროლის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ინტენსიურად შემოდის მოქალაქეთა საჩივრები.

„დაახლოებით 250 ოქმია შედგენილი წლის განმავლობაში. ცხელ ხაზზე შეტყობინებები განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მატულობს ტურისტული სეზონის გამო, რადგან ღია კაფეები ინტენსიურად მუშაობენ და მოქალაქეებს ხმაური აწუხებთ. ჩვენთვისაც სიახლეა ეს მიმართულება, თუმცა აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამ საკითხს დავარეგულირებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს და მის თანამშრომლებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა