გასულ, 2018 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს 56 დაწესებულება ახორციელებდა,
საიდანაც 47 ერთეული წარმოადგენდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
საქსტატის ინფორმაციით, მათ მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 128.3 მილიონი ლარი შეადგინა. კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობამ 15 522 შეადგენა, რომელთაგან 11 174 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევარები.
მკვლევარების 53 პროცენტი ქალია, ხოლო 47 პროცენტი კაცი. მკვლევართა 65.6 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 30.1 პროცენტი - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 4.2 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით.

















