logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ კონფერენციას მასპინძლობს
თბილისი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ კონფერენციას მასპინძლობს
14:51 24.09.2019
თბილისი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" და გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსის OრიGIნ ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის პოპულარიზაციას, ამ კუთხით ქართველ მეწარმეთა ცნობიერების ამაღლებას, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარებას და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაცნობას.

კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, "საქპატენტის" თავმჯდომარემ, გენადი ლებანიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გახსნეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა.

"საქართველო, აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ქვეყანაა. ახალი კანონმდებლობითა და თანამედროვე მიდგომებით, რომლებიც გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვას უკავშირდება, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ტრადიციების შენარჩუნება. ამასთან, მნიშვნელოვანია შევქმნათ კონტროლის ქმედითი მექანიზმებიც, რომლებიც მოგვცემს საშუალებას აღნიშნული პროდუქტების სანდოობა გაიზარდოს. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პროდუქციის მარკეტინგული დამატებითი ღირებულება, მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების სწორად მართვითა და შენარჩუნებით შეგვიძლია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, "საქპატენტის" თავმჯდომარე გენადი ლებანიძემ აცხადებს, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DჩFთA) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოსთვის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა, საერთაშორისო დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით პროგრესი ნამდვილად არსებობს. საქართველო ლიდერი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებებისა თუ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კუთხით, არაერთ საერთაშორისო შეთანხმებას შეუერთდა.

საქართველოში, დღეის მდგომარეობით, დაცულია 48 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება. მათ შორის, 20 - ღვინო (ატენი, ახაშენი, წინანდალი, გურჯაანი, არდენახი, კახეთი, კოტეხი, ყვარელი, მანავი, მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, სვირი, თელიანი, ტიბაანი, ტვიში, ვაზისუბანი, ხვანჭკარა, ხაშმის საფერავი, ბოლნისი), 8 - მინერალური წყალი (ბორჯომი, საირმე, ნაბეღლავი, მიტარბი, უწერა, სქური, ზვარე, ბოლნისი), 13 - ყველი (სვანური სულგუნი, კობი, იმერული ყველი, მესხური ჩეჩილი, დამბალხაჭო, თუშური გუდა, გუდა, მეგრული სულგუნი, ქართული ყველი, ტენილი, აჭარული ჩლეჩილი, ჩოგი), ასევე ჭაჭა, მაწონი, ჩურჩხელა, ახალქალაქის კარტოფილი, ქუთაისის მწვანილი, ტყიბულის ჩაი და მაჭახელას თაფლი.

საქართველო, როგორც "OრიGIნ"-ის ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა, სამი დღის განმავლობაში, გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო ცენტრად იქცა. საქართველოში იმყოფებიან ისეთი ცნობილი გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტების მწარმოებლები, როგორებიცაა: ,,ტეკილა", ,,პროსეკო", ,,ბავარიული ლუდი", ,,ყველი პარმიჯანო რეჯანო", ,,მოდენას ბალზამიკოს ძმარი", ,,პარმას ლორი" და სხვა.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ქართული და უცხოური გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა.

გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ჭIPO), ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO), გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ცენტრის, იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს სამთავრობო და კერძო უწყებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა