logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუში საქართველოს ისტორიაში პირველი ინგლისურენოვანი ეროვნული ატლასის პრეზენტაცია გაიმართა
თსუში საქართველოს ისტორიაში პირველი ინგლისურენოვანი ეროვნული ატლასის პრეზენტაცია გაიმართა
17:24 23.09.2019
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ინგლისურენოვანი ეროვნული ატლასისა და საქართველოს გეოგრაფიული ატლასის (ქართულ ენაზე) პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გამოცემები თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტმა მოამზადა.

„ეროვნული ატლასი“ ძალიან მნიშვნელოვანი, უნიკალური გამოცემაა. ამ ერთ გამოცემაშია თავმოყრილი უნიკალური ინფორმაცია, როგორც საქართველოს გეოგრაფიაზე, ისე გეოლოგიაზე, კულტურაზე, სპორტზე; უამრავი სტატიაა, რომელიც სრულ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოთი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მასზე ძალიან მაღალი დონის ქართველი და გერმანელი მეცნიერები მუშაობდნენ. დიდი სიამაყით წარვადგინეთ ატლასი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. გარდა სამეცნიერო მხარისა, გამოცემა პოლიგრაფიულადაც ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული", - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„საქართველოს ეროვნული ატლასი“ არის სამეცნიერო-საცნობარო ხასიათის კომპლექსური კარტოგრაფიული ნაწარმოები, მოიცავს დაახლოებით 120 რუკას, ასევე ტექსტებს, გრაფიკებსა და ფოტოებს. ატლასში წარმოჩენილია ქვეყნის მდებარეობა, ბუნებრივი პირობები, რესურსები, კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია, მოსახლეობა, მეურნეობა, სოციალური სფერო და ეკოლოგიური მდგომარეობა. მასში წარმოდგენილია სხვადასხვა სფეროში არსებული თანამედროვე მეცნიერული მიღწევები.

საზოგადოებრივი გეოგრაფიის თემატური რუკების შედგენაში გამოყენებულია მოსახლეობის ახალი აღწერის მასალები. ატლასი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს და იგი განკუთვნილია როგორც მეცნიერთა, ასევე საზოგადოების ფართო წრისათვის. ატლასი დაიბეჭდა გერმანიაში, ქ. შტუტგარტში, გამომცემლობა Franz Steiner Verlag-ის მიერ 2018 წელს.

თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის თქმით, „საქართველოს ეროვნული ატლასის პროექტის ფინანსური მხარდამჭერი არის გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტრო. ატლასი შესრულდა თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტში, გერმანიის გისენის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტთან თანამშრომლობით. გასული წელი ძალიან ნაყოფიერი იყო გეოგრაფიის ინსტიტუტისათვის, რადგან ორი უმნიშვნელოვანესი ატლასი მომზადდა".

„ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ატლასთან დაკავშირებით არის ის, რომ იგი იძლევა ცნობებს საქართველოს შესახებ და ასევე კავკასიის შესახებ. რაც შეეხება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობას, მნიშვნელოვანი ფაქტორია ურთიერთობა უნივერსიტეტებს შორის მეცნიერებასა და განათლებაში. ჩვენ კარგი სამსახური გავწიეთ თსუ-სთან ერთად, ასევე ვმუშაობდით სხვა უნივერსიტეტებთან. სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მაძლევს იმის იმედს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და მოუთმენლად ველი მრავალი წარმატებული პროექტის განხორციელებას არა მხოლოდ თსუ-სთან არამედ სხვა ქართველ მეცნიერებთან გეოგრაფიის დარგში,“- განაცხადა გისენის (გერმანია) უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ატლასის პროექტის კოორდინატორმა თსუ-ში სერჟიო ვალენტინიმ.
„საქართველოს გეოგრაფიული ატლასი“ დაიბეჭდა გამომცემლობა პალიტრა L-ში. იგი არის ახალი, თანამედროვე ტიპის გამოცემა, მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, ბუნებრივ და სოციალურ-კულტურულ გარემოს. ვრცელი ბიბლიოგრაფია, რომელიც ატლასში წარმოდგენილი მასალის წყაროს წარმოადგენს, მკითხველისათვის შეიძლება დამოუკიდებელი კვლევის საფუძვლად იქცეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა