logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართული ხორბლის დაცვის მიზნით უწყებათაშორისი ჯგუფი იქმნება
ქართული ხორბლის დაცვის მიზნით უწყებათაშორისი ჯგუფი იქმნება
13:40 23.09.2019
ხორბლის ენდემური სახეობების, უძველესი ქართული ჯიშების, ფორმების და პოპულაციების დაცვის და წარმოებაში დაბრუნების მიზნით, უწყებათაშორისი ჯგუფი იმუშავებს. აღნიშნულ ჯგუფში სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და ფერმერები გაერთიანდებიან. უწყებათაშორის ჯგუფში განიხილება ქართული ხორბლის კულტურის იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მსოფლიოს გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში შეტანისთვის გარკვეული ვალდებულებების შესრულების საკითხებიც.

„სამუშაო ჯგუფი, მუდმივ რეჟიმში, გარკვეული პერიოდულობით გაცვლის ინფორმაციას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ საჭიროებების იდენტიფიცირება და შემდეგ დავგეგმოთ კონკრეტული ნაბიჯები გამოწვევებთან მიმართებაში. ასევე, უმნიშვნელოვანესია მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. ქართული ენდემურ ჯიშებზე აქტიურ კამპანიას ვგეგმავთ იუნესკოში“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება ხორბლის სერტიფიცირების სისტემაზე, სათესლე მასალის სტანდარტებზე, გენბანკის მუშაობასა და ეროვნული კატალოგის შევსებაზე გამახვილდა. სათესლე მასალის სერტიფიცირების პროექტი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 2015 წელს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით დაიწყო. შეიქმნა კანონი, რომლის მიზანიც ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება და ფერმერებისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალის მიწოდებაა, რაც მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა. სერტიფიცირების სისტემა ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან იცავს. შეიქმნა ეროვნული კატალოგიც, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჩამონათვალს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი, მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, ფერმერთა ასოციაციის, მარცვლეული ლოჯისტის კომპანიის, კომპანია ლომთაგორას, ქართული ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები და ქართული ხორბლის თესლის მწარმოებელი ფერმერები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა