logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ღია დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ღია დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
11:38 23.09.2019
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა აღნიშნული პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე და იმ სარგებელზე, რომლის მიღებაც პროექტების ბენეფიციარებს შეუძლიათ.

სოფლებში გამართულ შეხვედრებზე, მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად, სასმელი წყლის სისტემის და შიდა გზების მოწესრიგება დასახელდა. როგორც ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მოსახლეობას განუცხადა, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები 2020 წლის განმავლობაში განხორციელდება.

შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.

2019 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელდება 8 000 000 - მდე ღირებულების 128 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებში მოწესრიგება საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდება ამბულატორიები, განხორციელდება სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სოფლის მხარდაჭერის პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა