logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა
15:16 22.09.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმით, რომ გარემოს გულშემატკივრები უარს ამბობენ პირადი ავტომობილით სარგებლობაზე, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ, ჯანსაღ ტრანსპორტს. აუცილებელია გავაცნობიეროთ გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობა, ვინაიდან, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმეტესი წილი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოდის. ჰაერის პოლიტიკის კუთხით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადავდგით. წლის დასაწყისში, ჰაერის პორტალის პრეზენტაცია გავმართეთ. აღნიშნულ პორტალზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დეტალურად, რეალურ დროში დაააკვირდეს ჰაერის მდგომარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით. თუმცა, ამ კუთხით, ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი - სადგურების დამატება და პორტალზე მეტი ინფორმაციის დატანა გვაქვს გეგმაში; უახლოეს მომავალში ჰაერის მონიტორინგი ევროპული სტანდარტების მიხედვით განხორციელდება. მონიტორინგი კი, პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ შემდგომში ჰაერის გაუმჯობესების ღონისძიებები ეფექტიანად განვახორციელოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ამ პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი აქტიური ჩართულობა.

„მთავრობა და პარლამენტი ძალიან მჭიდროდ მუშაობს, რომ ევროპული მოთხოვნების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა გვქონდეს, მაგრამ კანონმდებლობა კანონმდებლობად დარჩება, თუ ჩვენი გარემოსდაცვითი განათლება და ამ მიმართულებით ცნობიერება არ გაიზარდა. დღევანდელი და მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რომ დავფიქრდეთ გარემოსადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე და ვიფიქროთ უკეთესობისკენ შეცვლაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღევანდელი ველომსვლელობა - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ - ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშმრომლობით, საქართველოს გაეროს წარმომადგნელობის მხარდაჭერით, ევროპის მობილობის კვირეულისა და კამპანიის „სუფთა ჰაერისათვის“ ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, გაერიოს ელჩმა, საბინე მახლიმ, შვედეთის სამეფოს ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა, სპორტსმენებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა