ჩოხატაურის რაიონში, ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა.
თოვლის საფარი 30-40 სანტიმეტრამდე აღწევს.
თოვლმა პრობლემები შექმნა კურორტზე. 35 ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შეზღუდულია მოძრაობა, რის გამოც ბარში ჩამოსვლა ვერ ხერხდება.
ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, გზის გამწმენდი სამუშაოები მიმდინარეობს.

















