logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მაია ბითაძე აქციას "დღე მანქანის გარეშე" შეუერთდა
მაია ბითაძე აქციას "დღე მანქანის გარეშე" შეუერთდა
13:55 22.09.2019
თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ მონაწილეობა მიიღეს ველოგარბენში, რომელიც საერთაშორისო აქციის „დღე მანქანის გარეშე“ მხარდასაჭერად გაიმართა.

„დღე მანქანის გარეშე“ ევროკომისიის მიერ 2000 წელს დაარსდა და ყოველ 22 სექტემბერს აღინიშნება. საერთაშორისო დღეს თბილისი პირველად 2016 წელს შეუერთდა. ტრადიციულად, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ღონისძიების ორგანიზატორია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”. დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობა კი ველოგარბენში მუდმივად მონაწილეობს.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში დედაქალაქში ახალი 4-კილომეტრიანი ველობილიკი მოეწყობა.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერის პრიორიტეტებშია ეს მიმართულება და მათ შორის ის, რომ ველოსიპედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი იყოს. უახლოეს მომავალში ქალაქს ახალი 4-კილომეტრიანი ველობილიკი შეემატება. ეს იქნება ჭავჭავაძის გამზირისა და ხიზანიშვილი-ვეკუას მონაკვეთი, რომელიც მომდევნო წლებში მთელ თბილისს დააკავშირებს ერთმანეთთან. ასევე, სამომავლოდ ხელს შევუწყობთ ე.წ. თვითმრგოლების, სკუტერების ქალაქში სიარულს. ასობით მილიონი ლარი იხარჯება მერიის ინიციატივით და ცენტრალური მთავრობის დახმარებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის ველობილიკების და ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურა განვითარდეს", - განაცხადა მაია ბითაძემ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა, მათ შორის ელჩებმა, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს თბილისის მერს იმ ინიციატივებისთვის, რაც სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით კეთდება და განაცხადეს, რომ აღნიშნული პოლიტიკა თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად აქცევს.

2018 წლის ზაფხულში თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია. თბილისის მერიას დაწყებული აქვს მასშტაბური პროექტი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფასა და ამგვარად, კერძო ტრანსპორტით ყოველდღიური სარგებლობის შემცირების სტიმულირებას გულისხმობს. ამავე პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ველობილიკების ფართო ქსელის შექმნა.

გასულ წელს, კოსტავასა და შარტავას ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალი ველობილიკი მოეწყო.

ამასთანავე, მიმდინარე წელს ჭავჭავაძის გამზირისა და ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციისას თანამედროვე სტანდარტების ველობილიკების გაყვანა იგეგმება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა