logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო
10:51 22.09.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მეხუზლას შეხვდა და რთველის მიმდინარეობისა და ყურძნის გადამუშავების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.

კახეთის რეგიონში, რთველი უკვე პიკურ ფაზაშია და 22 სექტემბრის მონაცემებით, დაახლოებით 110 ათასი ტონა ყურძენი ინდუსტრიულად უკვე გადამუშავებულია. რთველის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლების მიერ ხდება საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადების ორგანიზებული მართვა, რათა მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და რთველმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს.

როგორც ხატია წილოსანმა აღნიშნა, რთველი აქტიურად მიმდინარეობს. სახელმწიფოს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს.

მინისტრის მოადგილე სოფელ კურდღელაურში, მეღვინე ქალებს შეხვდა და ღვინის წარმოების განვითარებისა და საექსპორტო ბაზრების შესახებ მათი სამომავლო გეგმები მოისმინა.

მინისტრის მოადგილემ მეღვინეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად, მეღვინე ქალები სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, რაც ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითია.

„სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ მცირე მარნების წარმოებული მაღალი ხარისხის ღვინოები, საერთაშორისო ბაზარზე სათანადო ადგილს იმკვიდრებს. სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მცირე მარნების და ზოგადად, აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობას“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

მინისტრის მოადგილემ ერთ-ერთი მეღვინის, ქეთევან ალადაშვილის ვენახიც დაათვალიერა და რთველში მიიღო მონაწილეობა.

ქეთევან ალადაშვილმა, ღვინის წარმოება „Kate Wine“-ის ბრენდის ქვეშ, 2017 წელს დაიწყო. მეღვინე წლის განმავლობაში, 900 ტონამდე ღვინოს აწარმოებს. ამ ეტაპზე, ღვინის დაყენებას საფერავის, რქაწითელის, ქისის და კახური მწვანეს ჯიშების ყურძნისგან ახდენს. „Kate Wine“-ის ღვინოებმა არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო გამოფენებზე. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივი ბაზარის გარდა, პოლონეთში ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა