logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: ქართული სპორტი უზარმაზარი წარმატების გზას ადგას
მიხეილ ბატიაშვილი: ქართული სპორტი უზარმაზარი წარმატების გზას ადგას
10:27 22.09.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა გენო პეტრიაშვილს გამარჯვება მიულოცა და ქართველი სპორტსმენების ბოლო პერიოდის უნიკალურ მოღწევებზე ისაუბრა.

„გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა! საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა მესამე ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე! ვულოცავ გენოს და მთლიანად ქართული ჭიდაობის ოჯახს ამ დიდ გამარჯვებას!

2019 წელი განსაკუთრებულად წარმატებულია ქართული სპორტის ისტორიაში.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოს ოლიმპიურ სახეობებში უკვე 4 მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს. წინ გველის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც ჩვენი მოჭიდავისგან კიდევ ერთ ოქროს მედალს ველით. სულ მალე მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იბრძოლებს. გამომდინარე აქედან, გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული სპორტი კვლავ უნიკალურ შედეგს აჩვენებს და ახალ რეკორდს დაამყარებს.

2019 წელს განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე ევროპული თამაშები, რომელსაც ბელარუსის დედაქალაქმა მინსკმა უმასპინძლა. ევროპულ თამაშებზე ჩვენი დელეგაციის ანგარიშზე 30 მედალია, - 6 ოქროს, 10 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედლით საქართველომ 50 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა!

წელს მსოფლიოს ჩემპიონები გვყავს ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობასა და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. 2007 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართული სპორტის შთამბეჭდავი გამარჯვებები სპორტსმენების დაუღალავი შრომის, მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის, ფედერაციების სწორი მუშაობისა და სპორტის მიმართ სახელმწიფოს განსაკუთრებული მხარდაჭერისა და დამოკიდებულების შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ წელი ჯერ არ დასრულებულა და წინ არაერთი საერთაშორისო ტურნირია, ქართველმა სპორტსმენებმა სარეკორდო შედეგები აჩვენეს: საქართველოს ანგარიშზე უკვე 932 მედალია - 329 ოქრო, 260 ვერცხლი და 346 ბრინჯაო. შედარებისთვის, 2018 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა 621 მედალი - 206 ოქრო, 198 ვერცხლი და 217 ბრინჯაო მოიპოვეს.
წარმატებები და კიდევ არაერთი გამარჯვება ქართველ სპორტსმენებს!“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა