logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველო წელსაც შეუერთდა
საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველო წელსაც შეუერთდა
14:36 20.09.2019
ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 20-22 სექტემბერს საერთაშორისო კამპანიები „დავასუფთავოთ მსოფლიო” (Clean Up the World) და „მსოფლიო დასუფთავების დღე” იმართება.

საქართველო დასუფთავების მსოფლიო კამპანიებში 2010 წლიდან იღებს მონაწილეობას და წელს, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში ერთვება.

გარემოს დაცვის მიზნით მიმდინარე აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო მონაწილეობა. დასუფთავების აქციაში ჩართულები არიან შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი, ესტონეთის ელჩი კაი კაარელსონი და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

კამპანიის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში, დასუფთავების აქციები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და საქართველოს 1000-მდე ლოკაციას მოიცავს. პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი „სუფთა რეგიონი 2019”.

დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთავოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. კამპანიამ მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები გააერთიანა ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად. დღეისათვის კამპანიაში130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან („დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT) საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“) ერთად.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა