logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან კობერიძე: მევენახე ყურძნის ნაცვლად ,ერთწლიანი კულტურების გაშენებას დაიწყებს და მერე გვიანი იქნება თავში ხელის შემორტყმა
ლევან კობერიძე: მევენახე ყურძნის ნაცვლად ,ერთწლიანი კულტურების გაშენებას დაიწყებს და მერე გვიანი იქნება თავში ხელის შემორტყმა
13:33 20.09.2019
„გლეხს არანაირად არ უნდა უჭირდეს რქაწითელის ჯიშის ყურძნის ჩაბარება გაცილებით უფრო მაღალ ფასად, ვიდრე 70 თეთრია. მაქვს მოსაზრება, რომ ვიღაცეებს აწყობთ, რომ რქაწითელის ფასი იყოს შედარებით დაბალი . მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საბრენდე მასალად ან საკონიაკე მასალად უნდათ იაფიანი ნედლეულის შესყიდვა, მათ ხელში უვარდებათ რქაწითელი იმაზე იაფად ვიდრე გლეხს აქვს სურვილი, ვიდრე შრომა დახარჯა და ვიდრე მისი რეალური ღირებულება შეიძლება იყოს ბაზარზე.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, დღეს ყურძნის ბაზარზე არსებულ სიტუაციას, რომელიც მევენახეებისთვის უკვე წლებია პრობლემურია და მიიჩნევენ, რომ ყველაზე გავრცელებული ყურძნის ჯიში რქაწითელი მათი შრომისა და ჩადებული რესურსების გათვალისწინებით 70 თეთრზე ბევრად მეტი უნდა ღირდეს.

დეპუტატი ორ ძირითად პრობლემას გამოჰყოფს იმის ხაზგასასმელად, თუ რატომ დგება დღეს ქართული ყურძნის ბაზარი იმ ძირითადი გამოწვევის წინაშე, რასაც გლეხების მიერ ტრადიციული მეურნეობის მიტოვება და მევენახეობის დაბალი მოტივაცია ჰქვია.

მისი თქმით ძირითადი საკითხი ღვინის ხარისხის კონტროლის არარსებობას უკავშირდება. საუბარი ეხება ჩამოსასხმელ ღვინოს, რომლის მთავარ ნედლეულს სწორედ საქართველოში უხვად მოყვანილი რქაწითელი წარმოადგენს. თუმცა რქაწითელის სიუხვე მაინც ვერ აანაზღაურებდა ღვინის იმ მოცულობას, რაც ყოველწლიურად საქართველოში მოიხმარება, რომ არა ამ ღვინის ე.წ. გაბევრება და ფალსიფიცირება. შესაბამისად, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ღვინის ხარისხის კონტროლის გზით რქაწითელის ფასის გადარჩენა შეიძლება, თუმცა, დღემდე ამას არავინ აკეთებს.

„ხელისუფლება რთველის პერიოდში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იწყებს იმპულსურად მოქმედებას, თუმცა, საჭიროა მიუდგეს ამ საკითხს სისტემურად და გონივრულად. მთავარია შევხედოთ ციფრებს, რომელსაც ყველა უგულებელყოფს და მათი ანალიზი გავაკეთოთ. ჯაჭვი ასეთია - რქაწითელი, რომელიც არის ჩასაბარებელი, სად მიდის, სად იყიდება, რაში სჭირდება მყიდველს და ვინ იყენებს? ჩაბარების შემდეგ ერთერთი მთავარი არხი არის ჩამოსასხმელი ღვინის ბაზარი, ანუ ვგულისხმობ რესტორნებსა და კაფეებს საქართველოს მასშტაბით. საქართველოს ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ერთი ლიტრი ღვინო ღირს დაახლოებით 5-დან 7 ლარამდეც კი. ამ ღვინოში ძირითად შემთხვევაში გამოიყენება რქაწითელი. საქართველოში რქაწითელის ყურძნისგან დამზადებული ჩამოსასხმელი ღვინის მოხმარება არის დაახლოებით 70-80 მილიონი ლიტრი. ამ რაოდენობის ღვინო რომ დამზადდეს, პრაქტიკულად რთველზე რაც არის რქაწითელი ჩასაბარებელი, ის მასალა შეიძლება არც კი ეყოს. რეალურად, ესე იგი ხდება ფალსიფიკაცია და დასამალი არ არის, რომ ქართულ რესტორნების უმრავლესობაში არის სავარაუდოდ ფალსიფიცირებული ან უვარგისი ან როგორც ეძახიან გაბევრებული ღვინო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გლეხს წესით ხელიდან უნდა სტაცებდნენ რქაწითელსაც ისევე, როგორც საფერავს. უბედურება სწორედ ის არის, რომ ამას არავინ არ უყურებს. აბა დაიწყოს სახელწიფომ რეალური კონტროლი რესტორნებსა და კაფეებში, მაშინ უკვე დეფიციტი იქნება რქაწითელის ჯიშის ყურძენი. ამაზე არავინ არ საუბრობს და გლეხებს მერე უხვევენ თვალს და ამბობენ, რომ თურმე 20 ივნისის ღამემ იქონია გავლენა და ა.შ. ჩვენ მოგვიწოდებენ პოლიტიკოსები ნუ ერევითო რთველის საკითხში და ამ დროს თვითონ გამოდიან ოფიციალური სტრუქტურები და ამბობენ, რომ 70 ძალიან კარგი ფასია ყურძნისთვის. ჩარევაა აბა რა არის, როცა თვითონ ისინი განსაზღვრავენ თავისი საუბრით ყურძნის ფასს. რეალობა კი არის სულ სხვა. მე ამაზე ვსაუბრობდი წინა ხელისუფლების დროსაც, რადგან მაშინაც იდგა ფალსიფიკაციის პრობლემა და იგივე გრძელდება დღესაც.“ - აცხადებს ლევან კობერიძე.

„დღეს გადამყიდველებს მიაქვთ ყურძნიდან მოგების მეტი წილი და ეს არის მთავარი პრობლემა. გლეხი რჩება ყველაზე მეტად წაგებული. ე.წ. ყურძნის ბირჟების შექმნა აუცილებელია, როგორიც არის საფრანგეთში, იტალიაში და სხვა ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებში. ამ ბირჟებზე ჩვეულებრივ მოქალაქეებს, გლეხებს შეუძლიათ თავიანთი მოსავალი ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე მიიტანონ და იქ ჩააბარონ. მათ ეცოდინებათ, რომ მათი პროდუქტი დადგენილი საბაზრო ფასით ავტომატურად გაიყიდება.

“ქართული ოცნება“ ამბობდა 1 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოსო ყურძენი და ვეთანხმებოდი. მათი ხელისუფლებაში მოსვლის დროს კურსი იყო 1,65 და გადათვალეთ დოლარზე რამდენია. ახლა არის კურსი 3 ლარამდე. ქიმიკატები და მოსავლელი მასალა ვენახისთვის, ყველაფერი შემოდის იმპორტით და შესაბამისად ,უძვირდება გლეხს მოწეული ყურძნის ღირებულება. 70 თეთრსა და 2,5 ლარს შორის 300 პროცენტი არის მოგება, ვის მიაქვს ეს მოგება? უბრალოდ იმას ვისაც ჩამოაქვს? გამოდის, რომ ის ყოფილა ყველაზე ჭკვიანი ბიზნესმენი, როცა არც ყურძენს უვლის და არც არაფერი , მაგრამ მაინც გლეხსა და მაღაზიას შორის იღებს სამმაგ მოგებას.

გლეხს უნდა მისცე საშუალება მან შეძლოს ყურძნის გაყიდვის ადგილამდე ისე მიტანა, რომ არ დასჭირდეს ამდენი შუამავალი რგოლი. წელს კახეთში ყველა ღვინის ქარხანასა და გლეხს შორის არის უამრავი შუამავალი და ადამიანი, რომელთანაც დარწმუნებული ვარ ის მოგება მიდის, რის მესამედსაც არ იღებს გლეხი. თუ ეს სასაქონლო ბირჟები იარსებებს, ეს რგოლი ამოვარდება და რეალურად გლეხს მიეცემა საშუალება, რომ უნდა ქარხანას მიჰყიდოს თავისი მოსავალი, უნდა კერძო პირს. მათ მიეცემათ საშუალება, რომ ნაკლებ დროში მიაწოდონ იმ სტრუქტურას ყურძენი, რომელიც უზრუნველყოფს გაცილებით უფრო მაღალ ფასს.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანას და მთავრობას უნდა ჰქონდეს ხედვები ნფრასტრუქტურულ და რეგიონალურ განვითარებასთან დაკავშირებით, მათ ეს მხოლოდ გზების დაგება ჰგონიათ. რეგიონული განვითრების კონცეფციაში უნდა შედიოდეს ის, რომ მეღვინეობის მხარეებში შეიქმნას მევენახეთა გაერთიანებებიც"- აცხადებს ლევან კობერიძე.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ იმ ხარჯების გათვალისწინებით, რაც ყურძნის მოყვანას სჭირდება და ჩაბარების ფასის გათვალისწინებით, გლეხების უმეტესობა ერთწლიანი კულტურების გაშენებას ამჯობინებს. ეს კი, ხელისუფლების არაგონივრული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი იქნება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა