logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვახტანგ ცაგარელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე: ეს იქნება დასავლური ტიპის სუპერთანამედროვე უნიერსიტეტი
ვახტანგ ცაგარელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე: ეს იქნება დასავლური ტიპის სუპერთანამედროვე უნიერსიტეტი
13:06 19.09.2019
"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება თვისობრივად ახალი უნივერსიტეტი, რომელიც განსხვავებული იქნება აქამდე არსებული უნივერსიტეტებისგან, როგორც სწავლების მეთოდიკით, ცოდნის შეთავაზების კუთხით, ისე "ენტერპრენიონშიფით”, მეწარმეობაზე და სტარტაპებზე ორიენტაციით. ეს იქნება დასავლური ტიპის ,სუპერთანამედროვე უნიერსიტეტი” - განაცხადა ტელეკომპანია იმედის ეთერში ფონდ „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა.

მისი თქმით, ფონდ "ქართუს" მხრიდან ეს არის საქველმოქმედო პროექტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მფლობელი იქნება სახელმწიფო.

„პროექტის ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით ერთი მილიარდი ევროა, რაზეც ფონდმა და მისმა ერთადერთმა დონორმა და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ცალსახად და მკაფიოდ თანხმობა და მზადყოფნა დააფიქსირა. ეს ბიუჯეტი ძირითადად დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომელიც თავისი ინფრასტრუქტურული სივრცითი მოწყობით უნიკალური იქნება. კამპუსის ჯამური ტერიტორია შეადგენს 153 ჰექტარს. ფართის ნახევარი არის ენდემური ჯიშებით გაშენებული ტყის მასივი, რომელიც უნიკალურობას შესძენს ამ კამპუსს და უნივერსიტეტს” - განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა.

მისი თქმით, პირველ ფაზაზე შენობების ჯამური ფართი, რომლებიც 2020 წლის სექტემბერში გაეშვება, დაახლოებით 170 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, განსხვავებული დანიშნულებითა და ფუნქციით.

მისივე თქმით, საგანმანათლებლო სივრცე მოიცავს სასწავლო და აკადემიური კორპუსებს, ლაბორატორიებს, საცხოვრებლებს სტუდენტებისთვის და პროფესურისთვის. შემდეგ ფაზაში იგეგმება ცენტრალური ბიბლიოთეკისა და ცენტრალური კვების ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება. აღჭურვის კუთხით იქნება სრული ავტომატიზაცია, დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა სმარტბორდები, ჩატარდება დისტანციური გაკვეთილები.

„ჩვენ გვყავს ბევრი პარტნიორი უნივერსიტეტი, მათ შორის მთავარია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის ბაზაზეც, პროფესურის უშუალო ჩართულობით მომზადდა აკადემიური პროგრამა. შესაბამისად, ჩვენ გვექნება დანერგილი დისტანციური გაკვეთილები და ელექტრონული სწავლების მეთოდიკა.

ფონდ "ქართუს" მხრიდან ეს არის საქველმოქმედო პროექტი და აღნიშნული უნივერსიტეტის მფლობელი იქნება სახელმწიფო. სამუშოების პირველი ეტაპის დასრულებას ერთ წელზე ნაკლები დასჭირდება, 2020 წლის სექტემბერში პირველი სტუდენტების მიღებას შევძლებთ, ამის პარალელურად მოხდება ყველა მიმართულებით განვითარება, ეს იქნება როგორც ინფრასტრუქტურული ნაწილი, ანუ სივრცით მოწყობა, ისე აკადემიური ნაწილი. წლიდან წლამდე, ახალი დისციპლინების დანერგვის პარალელურად გაიზრდება სტუდენტთა რაოდენობაც.

პირველ ფაზაში უნივერსიტეტი დაახლოებით 1000 სტუდენტის მიღებას შეძლებს მატემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიების და მენეჯმენტის სპეციალობებზე“ - განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა