logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ხორცის მწარმოებლებისთვის ტრენინგები დაიწყო
ხორცის მწარმოებლებისთვის ტრენინგები დაიწყო
11:45 19.09.2019
ამერიკულმა ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-მა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ფარგლებში დაიწყეს ტრენინგების ციკლი სასაკლაოების, ცოცხალი ცხოველების მომწოდებლების, ხორცის სადისტრიბუციო და გადამამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებისათვის. პროექტი მიზნად ისახავს ჰიგიენის თემაზე მათი ცოდნისა და კომპეტენციის ამაღლებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები და ხორცის ბაზარზე დამკვიდრდეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ ადგილობრივ რეგულაციებს, მიმოიხილავენ ხორცის საწარმოებისთვის განკუთვნილ წარმოებისა და ჰიგიენის საუკეთესო პრაქტიკებს და მსოფლიოში აღიარებულ სურსათის უვნებლობის მართვის, კერძოდ, „საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემას (HACCP), რომლის დანერგვაც, საქართველოს კანონმდებლობით, სავალდებულოა რძისა და ხორცის პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესოპერატორებისთვის.

ტრენინგს ასევე დაესწრებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს საწარმოებში სურსათის უვნებლობაზე. ტრენინგების ციკლში ინსპექტორების ჩართულობა უზრუნველყოფს ბიზნესოპერატორებისთვის სურსათის ჰიგიენის ძირითადი პრინციპების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე და ინსპექტირებისთვის მათ მზაობას.

ტრენინგ კურსი შეიქმნა Land O'Lakes Venture37-ის მიერ სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, იმისათვის რომ ხელი შეეწყოს კერძო სექტორის განვითარებას და ფუნქციონირებას. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით, სურსათის მწარმოებელი ბიზნესოპერატორები ვალდებულნი არიან ჩაუტარონ შესაბამისი ტრენინგი და ინსტრუქტაჟი იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სურსათის ჰიგიენასთან აქვთ კავშირი, რათა მომხმარებლებს უსაფრთხო საკვების წარმოების გარანტია მისცენ.

5-წლიანი პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - საქართველო“ დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37-ი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, რათა საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტები გაუმჯობესდეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა