გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციისშემდეგ თბილისს კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი შეემატება და თითოეული მოქალაქისთვის კომფორტული სივრცე შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმა მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.

















