თბილისის საერთაშორისო აეროპორტში TAV Georgia-მ საჰაერო ტრანსპორტის
საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტრეინინგ ცენტრის მენეჯმენტს უმასპინძლა.
შეხვედრაზე IATA-ს წარმომადგენლებმა TAV Georgia-ს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელებს სასწავლო პროცესების სტანდარდების დანერგვის პროცედურები და საქართველოში სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები გააცნეს.
TAV Georgia-ს ტრენინგ ცენტრი IATA-ს სასწავლო პროგრამების სახელმძღვანელოს 2008 წლიდან იყენებს. აღნიშნული პროგრამების მიხედვით, TAV Georgia წლის განმავლობაში საავიაციო სფეროში მომუშავე 2500-მდე ადამიანს ამზადებს.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) 1945 დაფუძნდა. ასოციაცია მსოფლიოს მასშტაბით ერთერთი ლიდერია საავიაციო სწავლების სფეროში. IATA ეხმარება საავიაციო ინდუსტრიას გახდეს უფრო უსაფრთხო, მოქნილი და მაღალი პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული სფერო.

















