logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახი კალაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის
კახი კალაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის
18:46 18.09.2019
„მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის", - განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციის შემდგომ.

კახი კალაძე იულიხის კვლევით ცენტრთან მემორანდუმის გაფორმებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ქუთაისის ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი მნიშვნელობით მაინც გამორჩეულია:

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია ვიხილეთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ არის პირველი პროექტი, რომელსაც "ქართუ" განათლების სისტემაში ახორციელებს. თუმცა, ქუთაისის ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი მნიშვნელობით მაინც გამორჩეულია. მივესალმები იმას, რომ გაფორმდა მემორანდუმი იულიხის კვლევით ცენტრთან“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა გაშენდება 170 000 კვ მეტრზე. მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და, დაახლოებით, 1 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება:

„2020 წლის შემოდგომაზე სტუდენტები უკვე სწავლის დაწყებას შეძლებენ. პირველ ეტაპზე, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა გაშენდება 170 000 კვ მეტრზე. მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და, დაახლოებით, 1 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება. დღევანდელი პრეზენტაციით ფარდა აეხადა იმ სიცრუეს, რომელსაც ამ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ვისმენდით. ჩვენ ქმედითი კონკრეტული ნაბიჯებით გავაქარწლეთ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები. კიდევ ერთხელ მადლობა საქველმოქმედი ფონდ „ქართუს“ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის. განათლება არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისთვის. ჩვენ, რაც შეიძლება, მეტი განათლებული ახალგაზრდა გვჭირდება, რათა შემდეგ მათი ცოდნა ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.
უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს.

ღონისძიებას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები დაესწრნენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა